https://sputnik-georgia.com/20260116/amerikam-sss-s-saxanzro-da-sakomunikacio-arwurviloba-gadacsca-296668027.html
ამერიკამ შსს-ს სახანძრო და საკომუნიკაციო აღჭურვილობა გადასცა
ამერიკამ შსს-ს სახანძრო და საკომუნიკაციო აღჭურვილობა გადასცა
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს მეხანძრე-მაშველების ოპერატიულ შესაძლებლობებს. 16.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-16T20:09+0400
2026-01-16T20:09+0400
2026-01-16T20:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24741/28/247412809_0:129:3182:1919_1920x0_80_0_0_a85d56eece84a31eaba00eb4e9aba4ec.jpg
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. აშშ-ის სამხედრო ჯგუფის (U.S. Military Group) წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სახანძრო და საკომუნიკაციო აღჭურვილობა გადასცეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 234.150 აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობა უწყებას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გადაეცა. ქართულმა მხარემ აშშ-ის სამხედრო ჯგუფის დელეგაციასა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ალან პერსელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უმასპინძლა და გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც შეხვედრაზე შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, გადმოცემული სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს მეხანძრე-მაშველების ოპერატიულ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციებზე ეფექტიან რეაგირებას. დელეგაციის წევრებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრის შენობაც დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცესის სპეციფიკას.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24741/28/247412809_226:0:2957:2048_1920x0_80_0_0_54fdeee5be24da1a4aa2d63db1594638.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ამერიკამ შსს-ს სახანძრო და საკომუნიკაციო აღჭურვილობა გადასცა
უწყების ცნობით, სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს მეხანძრე-მაშველების ოპერატიულ შესაძლებლობებს.
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. აშშ-ის სამხედრო ჯგუფის (U.S. Military Group) წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სახანძრო და საკომუნიკაციო აღჭურვილობა გადასცეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
234.150 აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობა უწყებას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გადაეცა.
ქართულმა მხარემ აშშ-ის სამხედრო ჯგუფის დელეგაციასა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ალან პერსელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უმასპინძლა და გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც შეხვედრაზე შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, გადმოცემული სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს მეხანძრე-მაშველების ოპერატიულ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციებზე ეფექტიან რეაგირებას.
დელეგაციის წევრებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრის შენობაც დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცესის სპეციფიკას.