https://sputnik-georgia.com/20260115/sfero-invrstis-direqtori-giorgi-murusize-daakaves-mimdinareobs-eqstradiciis-procedurebi-296657742.html
"სფერო ინვესტის" დირექტორი გიორგი მურუსიძე დააკავეს: მიმდინარეობს ექსტრადიციის პროცედურები
"სფერო ინვესტის" დირექტორი გიორგი მურუსიძე დააკავეს: მიმდინარეობს ექსტრადიციის პროცედურები
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მურუსიძე იტალიაში, საქართველოს საელჩოში დააკავეს. 15.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-15T21:16+0400
2026-01-15T21:16+0400
2026-01-15T21:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250768655_0:131:2500:1537_1920x0_80_0_0_17c9f9e57c002bdc06b5ee0fb27038d3.jpg
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. "სფერო ჰოლდინგის" საქმეზე უცხოეთში "სფერო ინვესტის" დირექტორი გიორგი მურუსიძე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია "პირველი". თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელს გივი (გიგა) წულეისკირსა და "სფერო ინვესტის" დირექტორს გიორგი მურუსიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გასული წლის ნოემბერში შეუფარდა. მურუსიძეზე საერთაშორისო ძებნა გამოცცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მურუსიძე იტალიაში, საქართველოს საელჩოში დააკავეს. ამ ეტაპზე მის ექსტრადიციასთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. "სფერო ჰოლდინგის" საქმე საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი გივი წულეისკირი 11 ნოემბერს დააკავა, "სფერო ინვესტის" დირექტორ გიორგი მურუსიძის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლებას ედავება. პროკურატურის ცნობით, მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მლნ ლარს აღწევს. გამოძიების მიხედვით, გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ შპს ,,სფერო ჰოლდინგის" 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს იურიდიული პირი - ,,სფერო ინვესტი", რომლის დირექტორად გაფორმდა გიორგი მურუსიძე, თუმცა, საწარმოს ფაქტობრივ მართვას გივი წულეისკირი და გიორგი მურუსიძე ერთობლივად ახორციელებდნენ. აღნიშნულმა პირებმა 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე პერიოდში "სფერო ინვესტის" სახელით ფიზიკურ პირებთან გააფორმეს "უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის," აგრეთვე ე.წ. კაპიტალდაბანდების შესახებ ხელშეკრულებები. გამოძიების ინფორმაციით, უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურ პირებს "სფერო ინვესტის" ანგარიშზე შეჰქონდათ თანხები, რის შემდეგაც "სფერო ინვესტი" მათთვის მესამე პირებისაგან ქირაობდა ბინებს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ორგანიზაციას სრულად უნდა დაებრუნებინა მოქალაქეების მიერ შეტანილი თანხები. მიუხედავად ამისა "სფერო ინვესტმა" შეწყვიტა ქირის საფასურის გადახდა, არ დააბრუნა თანხები, რის გამოც ასეულობით მოქალაქე საცხოვრებლის გარეშე დარჩა. "კაპიტალდაბანდების შესახებ" ხელშეკრულების საფუძველზე კი მოქალაქეები "სფერო ინვესტის" ანგარიშზე რიცხავდნენ თანხებს, ხოლო კომპანიას მათთვის უნდა გადაეცა ყოველთვიური სარგებელი, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ კი მოქალაქეთა მიერ შეტანილი თანხები სრულად უნდა დაებრუნებინა, რაც არ განხორციელდა. არსებული მონაცემებით, ბრალდებულებმა 244 მოქალაქეს ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინეს დიდი ოდენობის თანხები, თავად კი არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები და 12 მილიონამდე ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250768655_137:0:2362:1669_1920x0_80_0_0_eb8e4720fd3f8ea128dead51962dc1e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
"სფერო ინვესტის" დირექტორი გიორგი მურუსიძე დააკავეს: მიმდინარეობს ექსტრადიციის პროცედურები
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მურუსიძე იტალიაში, საქართველოს საელჩოში დააკავეს.
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. "სფერო ჰოლდინგის" საქმეზე უცხოეთში "სფერო ინვესტის" დირექტორი გიორგი მურუსიძე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია "პირველი".
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელს გივი (გიგა) წულეისკირსა და "სფერო ინვესტის" დირექტორს გიორგი მურუსიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გასული წლის ნოემბერში შეუფარდა. მურუსიძეზე საერთაშორისო ძებნა გამოცცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მურუსიძე იტალიაში, საქართველოს საელჩოში დააკავეს. ამ ეტაპზე მის ექსტრადიციასთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი გივი წულეისკირი 11 ნოემბერს დააკავა, "სფერო ინვესტის" დირექტორ გიორგი მურუსიძის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლებას ედავება. პროკურატურის ცნობით, მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მლნ ლარს აღწევს.
გამოძიების მიხედვით, გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ შპს ,,სფერო ჰოლდინგის" 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს იურიდიული პირი - ,,სფერო ინვესტი", რომლის დირექტორად გაფორმდა გიორგი მურუსიძე, თუმცა, საწარმოს ფაქტობრივ მართვას გივი წულეისკირი და გიორგი მურუსიძე ერთობლივად ახორციელებდნენ.
აღნიშნულმა პირებმა 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე პერიოდში "სფერო ინვესტის" სახელით ფიზიკურ პირებთან გააფორმეს "უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის," აგრეთვე ე.წ. კაპიტალდაბანდების შესახებ ხელშეკრულებები.
გამოძიების ინფორმაციით, უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურ პირებს "სფერო ინვესტის" ანგარიშზე შეჰქონდათ თანხები, რის შემდეგაც "სფერო ინვესტი" მათთვის მესამე პირებისაგან ქირაობდა ბინებს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ორგანიზაციას სრულად უნდა დაებრუნებინა მოქალაქეების მიერ შეტანილი თანხები. მიუხედავად ამისა "სფერო ინვესტმა" შეწყვიტა ქირის საფასურის გადახდა, არ დააბრუნა თანხები, რის გამოც ასეულობით მოქალაქე საცხოვრებლის გარეშე დარჩა.
"კაპიტალდაბანდების შესახებ" ხელშეკრულების საფუძველზე კი მოქალაქეები "სფერო ინვესტის" ანგარიშზე რიცხავდნენ თანხებს, ხოლო კომპანიას მათთვის უნდა გადაეცა ყოველთვიური სარგებელი, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ კი მოქალაქეთა მიერ შეტანილი თანხები სრულად უნდა დაებრუნებინა, რაც არ განხორციელდა.
არსებული მონაცემებით, ბრალდებულებმა 244 მოქალაქეს ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინეს დიდი ოდენობის თანხები, თავად კი არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები და 12 მილიონამდე ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.
გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.