ახმეტაში ავტომობილი მოიპარეს: დაკავებულია 1 პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2026
გამოწერა
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა ახმეტაში ავტომობილის ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 35 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 12 იანვარს ახმეტის მუნიციპალიტეტში, ყაზბეგის ქუჩაზე მოიპარა 69 წლის პირის კუთვნილი ავტომობილი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დამნაშავე პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და მამაკაცი დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია მოპარული ავტომობილი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0