https://sputnik-georgia.com/20260113/tbilisshi-mamakaci-dachres-296612525.html
თბილისში მამაკაცი დაჭრეს: დაკავებულია ერთი პირი
თბილისში მამაკაცი დაჭრეს: დაკავებულია ერთი პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს 13.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-13T14:29+0400
2026-01-13T14:29+0400
2026-01-13T14:29+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის საქმეზე 47 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაკავებულს, რომელიც წარსულში ნასამართლევი პირია, ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 36 წლის პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიება სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები
თბილისში მამაკაცი დაჭრეს: დაკავებულია ერთი პირი
დანაშაული 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის საქმეზე 47 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკავებულს, რომელიც წარსულში ნასამართლევი პირია, ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 36 წლის პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გამოძიება სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.