https://sputnik-georgia.com/20260112/premieri-abu-dabishi-gaemgzavra-296599644.html
პრემიერი აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
პრემიერი აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
Sputnik საქართველო
კობახიძე აბუ-დაბიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა 12.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-12T14:00+0400
2026-01-12T14:00+0400
2026-01-12T14:00+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
არაბთა გაერთიანებული საამიროები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/19/295091576_0:165:2048:1317_1920x0_80_0_0_222f30fffec207a9578e7c13cb3fb9a4.jpg
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტში მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 13-15 იანვარს გაიმართება.სამიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა თემატურ პანელზე, რომლის მთავარი თემაა შუა დერეფანი - ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით.ირაკლი კობახიძე ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრებს გამართავს მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში, რომლის მთავარი თემაა თანამშრომლობა, ინვესტიციები და ინოვაციები, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, ბიზნესლიდერები, ახალგაზრდა ინოვატორები და პოლიტიკოსები მონაწილეობენ.პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/19/295091576_36:0:2012:1482_1920x0_80_0_0_bb3dadaac768bb4ff06eaa612469d85f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, არაბთა გაერთიანებული საამიროები , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, არაბთა გაერთიანებული საამიროები , ახალი ამბები
პრემიერი აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
კობახიძე აბუ-დაბიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტში მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 13-15 იანვარს გაიმართება.
სამიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა თემატურ პანელზე, რომლის მთავარი თემაა შუა დერეფანი - ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით.
ირაკლი კობახიძე ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრებს გამართავს მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.
აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში, რომლის მთავარი თემაა თანამშრომლობა, ინვესტიციები და ინოვაციები, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, ბიზნესლიდერები, ახალგაზრდა ინოვატორები და პოლიტიკოსები მონაწილეობენ.
პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.