პატიმრები საქართველოს ციხეებში - მონაცემები განახლდა

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2026
გამოწერა
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 11,1 ათასი მსჯავრდებულიდან 1,5 ათასი უცხოელია
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 2025 წლის ნოემბრისთვის ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ დაახლოებით 11,1 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია ეროვნული სტატისტიკის სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
2011 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში 24.114 პატიმარი იმყოფებოდა, თუმცა, 2012 წელს ამნისტიის გამოცხადების შემდეგ მათი რაოდენობა 9.093 ადამიანამდე შემცირდა და 2014 წლის პიკის შემდეგ - 10.372 ადამიანი - მომდევნო წლებში 9,8 ათასამდე ნარჩუნდებოდა.
2025 წლის დასაწყისისთვის პატიმრების რაოდენობა საშუალოდ 9,5 ათასამდე შემცირდა. 2025 წლის ნოემბრის მონაცემებით, პატიმრების რაოდენობამ მთლიანი მოსახლეობის 0,3% შეადგინა.
11,1 ათასი მსჯავრდებულიდან 1,5 ათასი უცხოელია - წლის მანძილზე საქართველოს ციხეებში უცხოელთა რაოდენობა 45%-ით გაიზარდა. პატიმრების ძირითად ნაწილს მამაკაცები შეადგენენ, ამასთან ნოემბერში საპატიმროებში 533 ქალი იმყოფებოდა, რომელთაგან 165 უცხოელი იყო.
პატიმართა ძირითად ნაწილს 30-50 წლის პირები შეადგენენ. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის ასევე 106 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 80 პირი. მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობიდან განაჩენს ელოდებოდა დაახლოებით 2,6 ათასი პატიმარი, დანარჩენები სასჯელს უკვე იხდიან.
ციხეების დატვირთვის მაჩვენებელი
2025 წლის ნოემბერში საქართველოში არსებული 14 საპატიმრო 89,6%-ით იყო შევსებული. ბრალდებულთა საერთო რაოდენობიდან ნახევარზე მეტი განაჩენს ელოდებოდა თბილისის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
რაც შეეხება მსჯავრდებულებს, 40%-ზე მეტი რუსთავის ორ დაწესებულებაში იხდის სასჯელს, 14,9% - თბილისში. დანარჩენი მსჯავრდებულები 11 საპატიმრო დაწესებულებაში იხდიან სასჯელს.
ყველა ახალი ამბავი
0