https://sputnik-georgia.com/20260110/tbilissi-sxvisi-nivtis-martlsawinaarmdego-mitvisebistvis-zebnili-piri-daakaves-296584717.html
თბილისში სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისთვის ძებნილი პირი დააკავეს
თბილისში სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისთვის ძებნილი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. 10.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-10T16:00+0400
2026-01-10T16:00+0400
2026-01-10T16:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/16/287476366_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_fffa20c6e708d05ea636f6f6e65538c6.jpg
თბილისი, 10 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისთვის ძებნილი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, 47 წლის ბრალდებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. ის სამეგრელოს პოლიციამ თბილისში დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ძებნილმა პირმა არ შეასრულა ერთ-ერთ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და კომპანიის კუთვნილი ავტომობილი მართლსაწინააღმდეგოდ გაასხვისა. აღნიშნული ქმედებით სალიზინგო კომპანიას 13 ათას ლარზე მეტი ზარალი მიადგა. მსჯავრდებული ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 11 დეკემბრიდან იძებნებოდა. დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/16/287476366_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_508a5cc724974bdab44ef975fd2f5a34.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
თბილისში სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისთვის ძებნილი პირი დააკავეს
დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.
თბილისი, 10 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისთვის ძებნილი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 47 წლის ბრალდებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. ის სამეგრელოს პოლიციამ თბილისში დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ძებნილმა პირმა არ შეასრულა ერთ-ერთ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და კომპანიის კუთვნილი ავტომობილი მართლსაწინააღმდეგოდ გაასხვისა. აღნიშნული ქმედებით სალიზინგო კომპანიას 13 ათას ლარზე მეტი ზარალი მიადგა.
მსჯავრდებული ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 11 დეკემბრიდან იძებნებოდა.
დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.