შსს-მ საპროტესტო აქციების ჩატარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა

© STRINGERსაპროტესტო აქციები თბილისში
საპროტესტო აქციები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2026
გამოწერა
10 და 12 იანვარს თბილისში საპროტესტო მსვლელობები გაიმართება
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 იანვრამდე ყოველდღიური საპროტესტო აქციების, მათ შორის ორი მსვლელობის გამართვის უფლება გასცა.
შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეებმა მსვლელობის დასრულების შემდეგ, პროტესტი უნდა გამოხატონ საქართველოს პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ არსებულ სივრცეში და არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.
გარდა ამისა, შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეებმა შეკრება/მანიფესტაცია უნდა გამართონ იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს. შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეებმა შესაბამისი ბანერები გამოიყენონ იმგვარად, რომ არ შეფერხდეს მოქალაქეთა გადაადგილება. სვლაგეზის დასრულების ადგილია საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია.
აქციები გაიმართება ყოველდღე, 19:00 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდში.
შსს-მ ასევე 10 და 12 იანვარს მსვლელობის ჩატარების ნებართვა გასცა. 10 იანვარს მსვლელობა გაიმართება ფილარმონიის შენობიდან პარლამენტამდე, ხოლო 12 იანვარს - „მარჯანიშვილის“ მეტროსადგურიდან პარლამენტის შენობამდე.
მსვლელობები უნდა ჩატარდეს მხოლოდ ხალხის სავალ ნაწილზე (ტროტუარზე) და მანიფესტაციის მონაწილეებმა ისარგებლონ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელით, კონკრეტული ქუჩების გავლით.
პროტესტი თბილისში
2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა. მას შემდეგ თბილისში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
მომიტინგეებმა მთავრობა ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულეს და გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. მოგვიანებით ამას კიდევ ორი ​​მოთხოვნა დაემატა: დაკავებული პირების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების, გზების უსაფუძვლო ბლოკირების, ნიღბების ტარების აკრძალვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და თავისუფლების აღკვეთის ვადის გაზრდა.
ყველა ახალი ამბავი
0