https://sputnik-georgia.com/20260109/qarelsi-zarcvis-braldebit-ori-qali-daakaves-296573701.html
ქარელში ძარცვის ბრალდებით ორი ქალი დააკავეს
ქარელში ძარცვის ბრალდებით ორი ქალი დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 09.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-09T14:44+0400
2026-01-09T14:44+0400
2026-01-09T14:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ქართლი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324234_0:131:2501:1537_1920x0_80_0_0_75b1d772a73687e7451148cfb3ad566c.jpg
თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. პოლიციამ ქარელში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი ქალი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ერთ-ერთი დაკავებული 25 წლისა, ხოლო მეორე - 35 წლის. ის წარსულში უკვე იყო ნასამართლევი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში მდებარე სახლში სტუმრად იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ მასპინძელის ფული მოპარეს. ეს სახლის მეპატრონემ მაშინვე შენიშნა და თანხის უკან დაბრუნებას შეეცადა, რამაც ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია. მასპინძელმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში დარეკვა სცადა, თუმცა მას ბრალდებულებმა მობილური ტელეფონი წაართვეს და მისაკუთრებულ თანხასთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ცხელ კვალზე დააკავა.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
საქართველო
ქართლი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324234_138:0:2361:1667_1920x0_80_0_0_c248a7ebbd0d2e194dd98ed50e126518.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ქართლი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ქართლი
ქარელში ძარცვის ბრალდებით ორი ქალი დააკავეს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. პოლიციამ ქარელში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი ქალი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ერთ-ერთი დაკავებული 25 წლისა, ხოლო მეორე - 35 წლის. ის წარსულში უკვე იყო ნასამართლევი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში მდებარე სახლში სტუმრად იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ მასპინძელის ფული მოპარეს. ეს სახლის მეპატრონემ მაშინვე შენიშნა და თანხის უკან დაბრუნებას შეეცადა, რამაც ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია.
მასპინძელმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში დარეკვა სცადა, თუმცა მას ბრალდებულებმა მობილური ტელეფონი წაართვეს და მისაკუთრებულ თანხასთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ცხელ კვალზე დააკავა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.