https://sputnik-georgia.com/20260109/policiam-narkodanasaulistvis-xuti-piri-daakava-296573137.html
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ხუთი პირი დააკავა, მათ შორის უცხოელიებიც არიან
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ხუთი პირი დააკავა, მათ შორის უცხოელიებიც არიან
Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა თბილისსა და შიდა ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. 09.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-09T11:50+0400
2026-01-09T11:50+0400
2026-01-09T11:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24103/40/241034073_0:243:2592:1701_1920x0_80_0_0_413fecdf5f79a5fc38ee29511d260ec4.jpg
თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. პოლიციამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით 5 პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ისინი სამართალდამცველებმა თბილისსა და შიდა ქართლში სხვადასხვა დროს დააკავეს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: "ჰეროინი", "ამფეტამინი", "მეთადონი", "მდმა", "კოკაინი", "მეტამფეტამინი", გამომშრალი "მარიხუანა" და ფსიქოტროპული ნივთიერება - "პრეგაბალინი". ერთ-ერთი დაკავებულისგან ასევე ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო მასლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 261-ე, 262-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24103/40/241034073_0:0:2592:1944_1920x0_80_0_0_5d9fc40b36b1c753878d3f442f9f84fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ხუთი პირი დააკავა, მათ შორის უცხოელიებიც არიან
სამართალდამცველებმა თბილისსა და შიდა ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. პოლიციამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით 5 პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ისინი სამართალდამცველებმა თბილისსა და შიდა ქართლში სხვადასხვა დროს დააკავეს.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: "ჰეროინი", "ამფეტამინი", "მეთადონი", "მდმა", "კოკაინი", "მეტამფეტამინი", გამომშრალი "მარიხუანა" და ფსიქოტროპული ნივთიერება - "პრეგაბალინი".
ერთ-ერთი დაკავებულისგან ასევე ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო მასლა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 261-ე, 262-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.