https://sputnik-georgia.com/20260108/saqartvelosi-referentuli-fasebis-mqone-wamlebis-camonatvali-gafartovda-296566938.html
საქართველოში რეფერენტული ფასების მქონე წამლების ჩამონათვალი გაფართოვდა
საქართველოში რეფერენტული ფასების მქონე წამლების ჩამონათვალი გაფართოვდა
Sputnik საქართველო
სიაში მითითებულია მხოლოდ მედიკამენტის ძირითადი კომპონენტი და არა მწარმოებელი და დასახელება, და ასევე მისი მაქსიმალური საბითუმო და საცალო ფასი. 08.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-08T14:56+0400
2026-01-08T14:56+0400
2026-01-08T14:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0a/268364406_0:0:3543:1993_1920x0_80_0_0_b8e271e6f99085f39f5c95c71c322b86.jpg
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც საცალო და საბითუმო ფასების ზედა ზღვარი მოქმედებს, ჯამში, 2165 დასახელებამდე გაფართოვდა, ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე ფასების მაქსიმალური ლიმიტების, ანუ რეფერენტული ფასების დაწესება 2023 წლის იანვრიდან დაიწყო. სახელმწიფომ ამით თავის კონტროლ ქვეშ მედიკამენტებზე ფასების საწყისი ღირებულების 200-300%-ით გაძვირება მოაქცია.სიაში მითითებულია მხოლოდ მედიკამენტის ძირითადი კომპონენტი და არა მწარმოებელი და დასახელება, და ასევე მისი მაქსიმალური საბითუმო და საცალო ფასი. ეს სია ნიშნავს, რომ სხვადასხვა ბრენდისა და მწარმოებლის ყველა მედიკამენტი, რომელიც შეიცავს ამ კონკრეტულ კომპონენტს, არ შეიძლება გაიყიდოს მითითებულზე უფრო მეტ ფასად.რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი მოქმედებს ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, ანტიბიოტიკებზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებელ, ფსიქოტროპულ, ანტივირუსულ და ანტიჰელმინთურ წამლებზე.რეფორმაწამლებზე გაზრდის ფასებთან ბრძოლა დაიწყო 2022 წელს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად, რომელმაც აჩვენა, რომ მედიკამენტებზე ფასებს მომწოდებლები ხელოვნურად ზრდიან.რეფორმის მთავარი მიზანია წამლების ფასების შემცირება.სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.რეგულაციის თანახმად, ფარმაცევტული კომპანიები ვალდებული არიან, იხელმძღვანელონ დადგენილი ფასებით. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები წამლებს დადგენილ ფასზე ძვირად გაყიდიან, მათ დააჯარიმებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0a/268364406_216:0:2947:2048_1920x0_80_0_0_0d72ed4b18681188ae932205860b0057.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში
საქართველოში რეფერენტული ფასების მქონე წამლების ჩამონათვალი გაფართოვდა
სიაში მითითებულია მხოლოდ მედიკამენტის ძირითადი კომპონენტი და არა მწარმოებელი და დასახელება, და ასევე მისი მაქსიმალური საბითუმო და საცალო ფასი.
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც საცალო და საბითუმო ფასების ზედა ზღვარი მოქმედებს, ჯამში, 2165 დასახელებამდე გაფართოვდა, ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე ფასების მაქსიმალური ლიმიტების, ანუ რეფერენტული ფასების დაწესება 2023 წლის იანვრიდან დაიწყო. სახელმწიფომ ამით თავის კონტროლ ქვეშ მედიკამენტებზე ფასების საწყისი ღირებულების 200-300%-ით გაძვირება მოაქცია.
სიაში მითითებულია მხოლოდ მედიკამენტის ძირითადი კომპონენტი და არა მწარმოებელი და დასახელება, და ასევე მისი მაქსიმალური საბითუმო და საცალო ფასი. ეს სია ნიშნავს, რომ სხვადასხვა ბრენდისა და მწარმოებლის ყველა მედიკამენტი, რომელიც შეიცავს ამ კონკრეტულ კომპონენტს, არ შეიძლება გაიყიდოს მითითებულზე უფრო მეტ ფასად.
რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი მოქმედებს ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, ანტიბიოტიკებზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებელ, ფსიქოტროპულ, ანტივირუსულ და ანტიჰელმინთურ წამლებზე.
წამლებზე გაზრდის ფასებთან ბრძოლა დაიწყო 2022 წელს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად, რომელმაც აჩვენა, რომ მედიკამენტებზე ფასებს მომწოდებლები ხელოვნურად ზრდიან.
რეფორმის მთავარი მიზანია წამლების ფასების შემცირება.
სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
რეგულაციის თანახმად, ფარმაცევტული კომპანიები ვალდებული არიან, იხელმძღვანელონ დადგენილი ფასებით. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები წამლებს დადგენილ ფასზე ძვირად გაყიდიან, მათ დააჯარიმებენ.