https://sputnik-georgia.com/20260108/orsul-meurleze-izalada-marneulsi-25-wlis-mamakaci-daakaves-296560552.html
ორსულ მეუღლეზე იძალადა: მარნეულში 25 წლის მამაკაცი დააკავეს
ორსულ მეუღლეზე იძალადა: მარნეულში 25 წლის მამაკაცი დააკავეს
Sputnik საქართველო
მამაკაცი პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. 08.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-08T10:54+0400
2026-01-08T10:54+0400
2026-01-08T10:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ძალადობა ოჯახში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/04/240480489_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_c5ade84f3eb1f2e645af9de61061a6f4.jpg
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა მარნეულში ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის ძებნილი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 25 წლის მამაკაცს ბრალი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ ოჯახში ჩადენილ ძალადობაში ედება. უწყების ცნობით, ის წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდებული 2025 წლის 6 დეკემბერს ორსულ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მსჯავრდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე მარნეულში დააკავეს. მამაკაცი ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/04/240480489_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_7d9267fd69d69f21a368b404764bc4d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ძალადობა ოჯახში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ძალადობა ოჯახში
ორსულ მეუღლეზე იძალადა: მარნეულში 25 წლის მამაკაცი დააკავეს
მამაკაცი პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა მარნეულში ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის ძებნილი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
25 წლის მამაკაცს ბრალი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ ოჯახში ჩადენილ ძალადობაში ედება. უწყების ცნობით, ის წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვისაა ნასამართლევი.
გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდებული 2025 წლის 6 დეკემბერს ორსულ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა მსჯავრდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე მარნეულში დააკავეს.
მამაკაცი ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.