ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

© Ministry of Internal Affairs of Georgia ნარკოტიკი
ნარკოტიკი - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2026
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 44 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" შემცველი 75 სტიკერი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0