თბილისში შობის ღამეს 22 წლის ახალგაზრდა დაჭრეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.01.2026
გამოწერა
პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის დამტკიცებიოს შემთხვევაში მას ორ წლამდე პატიმრობა ელის.
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, შობის ღამეს მომხდარი დაჭრის ფაქტზე 30 წლის უკრაინის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 იანვარს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით 22 წლის პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი ახალგაზრდა შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.
ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა „ცხელ კვალზე" - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0