https://sputnik-georgia.com/20260107/saxelmwipo-235-ekomigrant-ojaxs-saxls-sheuskidis-296546952.html
სახელმწიფო 235 ეკომიგრანტ ოჯახს სახლს შეუსყიდის: სია უკვე გამოქვეყნდა
სახელმწიფო 235 ეკომიგრანტ ოჯახს სახლს შეუსყიდის: სია უკვე გამოქვეყნდა
Sputnik საქართველო
ეკომიგრანტებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა ხელისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. 07.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-07T14:12+0400
2026-01-07T14:12+0400
2026-01-07T14:12+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1d/249095979_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_87cf5470c3417bd1489ee10d4906c012.jpg
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 235 ოჯახს სახლებს შეუსყიდის - აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული ოჯახების განსახლების საკითხი კომისიამ გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე განიხილა.სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად. 2025 წელს სააგენტომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 500-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი განასახლა. 2026 წელს ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1d/249095979_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_6b05a750d48497a1ba1bbd158ee3394c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
სახელმწიფო 235 ეკომიგრანტ ოჯახს სახლს შეუსყიდის: სია უკვე გამოქვეყნდა
ეკომიგრანტებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა ხელისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 235 ოჯახს სახლებს შეუსყიდის - აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული ოჯახების განსახლების საკითხი კომისიამ გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე განიხილა.
„ეკომიგრანტი ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ. შერჩეულ სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად.
2025 წელს სააგენტომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 500-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი განასახლა. 2026 წელს ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.