https://sputnik-georgia.com/20260107/ramdeni-pensioneri-miigebs-gazrdil-pensias-296553923.html
რამდენი პენსიონერი მიიღებს გაზრდილ პენსიას - მონაცემები განახლდა
რამდენი პენსიონერი მიიღებს გაზრდილ პენსიას - მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. 07.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-07T18:13+0400
2026-01-07T18:13+0400
2026-01-07T18:13+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/88/234438825_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_2e80f5a9b1b432c6a2b1263e8955cfaa.jpg
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში გაზრდილ ასაკობრივ პენსიას მიიღებს დაახლოებით 888,5 ათასი ადამიანი - 262,6 ათასი მამაკაცი და 625,9 ათასი ქალი.პენსიონერთა უმრავლესობა 75 წლამდე მოქალაქეები არიან. საქართველოში 90 წელს გადაცილებული 12,5 ათასი პენსიონერი ცხოვრობს, აქედან 3 ათასი მამაკაცი და 9,5 ათასი ქალია. პენსიონერების თითქმის მეოთხედი თბილისში ცხოვრობს. მეორე ადგილზეა იმერეთის რეგიონი, ხოლო მესამეზე - სამეგრელო-ზემო სვანეთი. პენსიონერების ყველაზე მცირე რაოდენობა გურიის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონებში ცხოვრობენ.მაღალმთიან რეგიონებში 86,1 ათასი პენსიონერი ცხოვრობს.პენსია საქართველოშიდღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.2026 წლის 1-ელი იანვრიდან 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 45 ლარით გაიზარდა და 495 ლარი გახდა, 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით გაიზრდა და 370 ლარით განისაზღვრა. გარდა ამისა, 70 წლის და მეტი ასაკის კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება, 70 წლამდე პირთა პენსია კი მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი გახდა.ქვეყანაში პენსიები იზრდება წლიური ინდექსაციის ფარგლებში, რომელიც ძალაში შევიდა 2021 წლის 1 იანვრიდან - პენსიები ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე. 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/88/234438825_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_4f07e8118e9bfb5bca344f4ec1fc9474.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენი პენსიონერი მიიღებს გაზრდილ პენსიას - მონაცემები განახლდა
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან.
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში გაზრდილ ასაკობრივ პენსიას მიიღებს დაახლოებით 888,5 ათასი ადამიანი - 262,6 ათასი მამაკაცი და 625,9 ათასი ქალი.
პენსიონერთა უმრავლესობა 75 წლამდე მოქალაქეები არიან. საქართველოში 90 წელს გადაცილებული 12,5 ათასი პენსიონერი ცხოვრობს, აქედან 3 ათასი მამაკაცი და 9,5 ათასი ქალია.
პენსიონერების თითქმის მეოთხედი თბილისში ცხოვრობს. მეორე ადგილზეა იმერეთის რეგიონი, ხოლო მესამეზე - სამეგრელო-ზემო სვანეთი. პენსიონერების ყველაზე მცირე რაოდენობა გურიის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონებში ცხოვრობენ.
მაღალმთიან რეგიონებში 86,1 ათასი პენსიონერი ცხოვრობს.
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.
2026 წლის 1-ელი იანვრიდან 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 45 ლარით გაიზარდა და 495 ლარი გახდა, 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით გაიზრდა და 370 ლარით განისაზღვრა. გარდა ამისა, 70 წლის და მეტი ასაკის კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება, 70 წლამდე პირთა პენსია კი მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი გახდა.
ქვეყანაში პენსიები იზრდება წლიური ინდექსაციის ფარგლებში, რომელიც ძალაში შევიდა 2021 წლის 1 იანვრიდან - პენსიები ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე. 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.