https://sputnik-georgia.com/20260107/gardabanshi-mkvleloba-moxda-296548084.html
ერთი გარდაცვლილი და ორი დაჭრილი: რა მოხდა შობის ღამეს გარდაბანში
ერთი გარდაცვლილი და ორი დაჭრილი: რა მოხდა შობის ღამეს გარდაბანში
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 07.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-07T15:00+0400
2026-01-07T15:00+0400
2026-01-07T15:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286257288_0:65:1280:785_1920x0_80_0_0_c8f8434c87c9843b01e2988ae37b15d9.jpg
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. ქვემო ქართლის პოლიციამ გარდაბანში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ორი პირი დააკავა და სამი კი ამხილა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 6 პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა დაპირისპირებაში მონაწილე ორ პირს. გარდა ამისა, მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა კუთვნილი ავტომანქანა 2 მათგანს განზრახ დააჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟებმა დაშავებული 4 პირი კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა 25 და 30 წლის მამაკაცები განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის ძალადობრივად დარღვევისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს საქმეზე მხილებულია კიდევ სამი 26, 29 და 54 წლის პირი. გამოძიება სსკ-ის19-109-ე, 160-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286257288_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_12632fc69f07cd05e5d357bb939c89c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ერთი გარდაცვლილი და ორი დაჭრილი: რა მოხდა შობის ღამეს გარდაბანში
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. ქვემო ქართლის პოლიციამ გარდაბანში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ორი პირი დააკავა და სამი კი ამხილა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 6 პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა დაპირისპირებაში მონაწილე ორ პირს.
გარდა ამისა, მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა კუთვნილი ავტომანქანა 2 მათგანს განზრახ დააჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.
„სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟებმა დაშავებული 4 პირი კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა 25 და 30 წლის მამაკაცები განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის ძალადობრივად დარღვევისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს
საქმეზე მხილებულია კიდევ სამი 26, 29 და 54 წლის პირი.
გამოძიება სსკ-ის19-109-ე, 160-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.