https://sputnik-georgia.com/20260105/sakoordinacio-komisiis-shemadgenloba-damtkicda-296529326.html
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა
Sputnik საქართველო
დეკემბერში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა სურსათზე ფასების ზრდის შესწავლის აუცილებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატის ზრდა, შესაძლოა, კარტელურ... 05.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-05T17:49+0400
2026-01-05T17:49+0400
2026-01-05T17:49+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708420_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_7d3f25bac2297beb8003d367a2ff0a31.jpg
თბილისი, 5 იანვარი - Sputnik. სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა. გასული წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე ფასების ზრდის შესწავლის აუცილებლობის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ია და, შესაძლოა, კარტელური გარიგებების ნიშნები არსებობდეს. სურსათზე ფასების საკითხს როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ისე პარლამენტის საგამოძიებო კომისია შეისწავლის.სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიას, რომელიც დეკემბერის ბოლოს შეიქმნა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში არიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე. ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა ფასების გადახედვის შესახებ იქნება დარტყმა ბიზნესისთვის და წარმოადგენს ქსელური მარკეტების შანტაჟის მცდელობას საზოგადოების დასამშვიდებლად, პრობლემის გადაჭრის ნაცვლად. საქართველოში წლიური ინფლაცია (2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე პერიოდისთვის) 5,2% იყო, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3% არის. ფასების ყველაზე დიდი ზრდა, 11,7%-ით, საკვებსა და გამაგრილებელ სასმელებზე დაფიქსირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708420_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_a158d3db2604373228f20c2ab99af8a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა
დეკემბერში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა სურსათზე ფასების ზრდის შესწავლის აუცილებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატის ზრდა, შესაძლოა, კარტელურ შეთანხმებაზე მიუთითებდეს
თბილისი, 5 იანვარი - Sputnik. სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა.
გასული წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე ფასების ზრდის შესწავლის აუცილებლობის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ია და, შესაძლოა, კარტელური გარიგებების ნიშნები არსებობდეს. სურსათზე ფასების საკითხს როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ისე პარლამენტის საგამოძიებო კომისია შეისწავლის.
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიას, რომელიც დეკემბერის ბოლოს შეიქმნა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
კომისიის შემადგენლობაში არიან:
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა ფასების გადახედვის შესახებ იქნება დარტყმა ბიზნესისთვის და წარმოადგენს ქსელური მარკეტების შანტაჟის მცდელობას საზოგადოების დასამშვიდებლად, პრობლემის გადაჭრის ნაცვლად.
საქართველოში წლიური ინფლაცია (2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე პერიოდისთვის) 5,2% იყო, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3% არის. ფასების ყველაზე დიდი ზრდა, 11,7%-ით, საკვებსა და გამაგრილებელ სასმელებზე დაფიქსირდა.