რიყის გვირაბში აკუსტიკური იარაღიდან სროლის ფაქტზე ისრაელის მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2026
გამოწერა
შსს-ს ცნობით, ისრაელის მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს და საქართველოში შემოსვლა 3 წლის ვადით აუკრძალეს.
თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი ისრაელის მოქალაქე დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქართველოში ტურისტად მყოფმა ისრაელის მოქალაქემ 2025 წლის 29 დეკემბერს გმირთა მოედნის მიმდებარედ არსებულ გვირაბში ავტომობილით გადაადგილებისას აკუსტიკური იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.
სამართალდამცველებმა აკუსტიკური იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
აღნიშნული ქმედების გამო, 21 წლის მამაკაცი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით დამნაშავედ იქნა ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ცეცხლსასროლი იარაღიდან, გაზის (აირის) იარაღიდან, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღიდან ან სასიგნალო იარაღიდან სროლას დასახლებულ პუნქტში ან საამისოდ გამოუყოფელ ადგილას ან საამისოდ გამოყოფილ ადგილას, მაგრამ დადგენილი წესის დარღვევით).
ისრაელის მოქალაქეს სახდელის სახით დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა 4 ათასი ლარის ოდენობით, ასევე ქვეყნიდან გაძევება და საქართველოში შემოსვლაზე აკრძალვა 3 წლის ვადით.
1-ელი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ცვლილებები "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში, რაც მიზნად ისახავს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მექანიზმებისა და ქვეყნის ტერიტორიაზე მიგრაციული კონტროლის გაძლიერებას.
ცვლილებები ასევე შეეხო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსაც. სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოში კანონიერი ყოფნის ვადების დარღვევის შემთხვევაში გამკაცრებულია, ხოლო ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა გაიზარდა.
კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, დაიხვეწა საქართველოში როგორც არალეგალურად, ასევე ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გაძევების მექანიზმები, რაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მათი ქვეყნიდან გაძევების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0