https://sputnik-georgia.com/20260101/saqartvelosi-ramdenime-saxelmwifo-uwyeba-gauqmda-296479743.html
საქართველოში რამდენიმე სახელმწიფო უწყება გაუქმდა
საქართველოში რამდენიმე სახელმწიფო უწყება გაუქმდა
Sputnik საქართველო
კურორტების განვითარების სააგენტო 2026 წლის 1 იანვრიდან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შეუერთდება. 01.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-01T18:58+0400
2026-01-01T18:58+0400
2026-01-01T18:58+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ანტიკორუფციული ბიურო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708415_0:34:3078:1765_1920x0_80_0_0_922ffdf60a024314b06c0b7ea1f79dfc.jpg
თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. 2026 წლის 1 იანვრიდან რამდენიმე სახელმწიფო უწყებამ და სამსახურმა არსებობა შეწყვიტა.ასე მაგალითად, კურორტების განვითარების სააგენტო 2026 წლის 1 იანვრიდან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შეუერთდება.კურორტების განვითარების სააგენტო 2022 წელს შეიქმნა და მისი ძირითადი საქმიანობა კურორტების განვითარება და პოპულარიზაცია იყო. სააგენტოს მოვალეობებში ასევე შედის ტურისტული რუკების მომზადება და კურორტების პოპულარიზაციის ღონისძიებების დაგეგმვა.ასევე გაუქმდება ბიზნეს-ომბუდსმენის ინსტიტუტი და მისი უფლებამოსილებები ეკონომიკის მინისტრის მრჩეველს გადაეცემა.ბიზნეს-ომბუდსმენის ინსტიტუტი საქართველოში 2015 წელს შემოიღეს და მისი ფუნქცია იყო სამეწარმეო საქმიანობის ზედამხედველობა, მეწარმეთა უფლებების დაცვა და მათ მიმართ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაშვებული დარღვევების გამოვლენა.მთავარი სიახლე საქართველოს 2 მარტს ელის, როდესაც გაუქმდება ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, ორივე სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა.საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო 2023 წლის 1 სექტემბერს შეიქმნა და მის ფუნქციებში შედის პარტიებისა და საჯარო პირების ფინანსების კონტროლი, ასევე გრანტების მონიტორინგი და „უცხოური აგენტების“ სიაში შეყვანა.პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2022 წლის მარტში შეიქმნა და ის ზედამხედველობას უწევს პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, მათ შორის, ფარულ მოსმენებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708415_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_59164ede48d19bcb654db0aeb40cd98e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ანტიკორუფციული ბიურო
საქართველო, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ანტიკორუფციული ბიურო
საქართველოში რამდენიმე სახელმწიფო უწყება გაუქმდა
კურორტების განვითარების სააგენტო 2026 წლის 1 იანვრიდან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შეუერთდება.
თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. 2026 წლის 1 იანვრიდან რამდენიმე სახელმწიფო უწყებამ და სამსახურმა არსებობა შეწყვიტა.
ასე მაგალითად, კურორტების განვითარების სააგენტო 2026 წლის 1 იანვრიდან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შეუერთდება.
კურორტების განვითარების სააგენტო 2022 წელს შეიქმნა და მისი ძირითადი საქმიანობა კურორტების განვითარება და პოპულარიზაცია იყო. სააგენტოს მოვალეობებში ასევე შედის ტურისტული რუკების მომზადება და კურორტების პოპულარიზაციის ღონისძიებების დაგეგმვა.
ასევე გაუქმდება ბიზნეს-ომბუდსმენის ინსტიტუტი და მისი უფლებამოსილებები ეკონომიკის მინისტრის მრჩეველს გადაეცემა.
ბიზნეს-ომბუდსმენის ინსტიტუტი საქართველოში 2015 წელს შემოიღეს და მისი ფუნქცია იყო სამეწარმეო საქმიანობის ზედამხედველობა, მეწარმეთა უფლებების დაცვა და მათ მიმართ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაშვებული დარღვევების გამოვლენა.
მთავარი სიახლე საქართველოს 2 მარტს ელის, როდესაც გაუქმდება ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, ორივე სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა.
საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო 2023 წლის 1 სექტემბერს შეიქმნა და მის ფუნქციებში შედის პარტიებისა და საჯარო პირების ფინანსების კონტროლი, ასევე გრანტების მონიტორინგი და „უცხოური აგენტების“ სიაში შეყვანა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2022 წლის მარტში შეიქმნა და ის ზედამხედველობას უწევს პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, მათ შორის, ფარულ მოსმენებს.