https://sputnik-georgia.com/20251231/narkodanashaulistvis-iranis-moqalaqe-daakaves-296469293.html
სამართალდამცველებმა 50 მლნ ლარის ღირებულების „ჰეროინი" ამოიღეს
სამართალდამცველებმა 50 მლნ ლარის ღირებულების „ჰეროინი" ამოიღეს
Sputnik საქართველო
საქართველოში ბოლო შვიდ თვეში 2 ათასამდე ნარკორეალიზატორი დააკავეს. 31.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-31T20:29+0400
2025-12-31T20:29+0400
2025-12-31T20:29+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_1f7329e7b8d9bfd40549f012c3e7f449.jpg
თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა 30 დეკემბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 157 კგ „ჰეროინი" ამოიღეს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. უწყების ცნობით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალების საბაზრო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 50 მლნ ლარს შეადგენს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია ირანის მოქალაქე. გამოძიების ცნობით, სატვირთო ავტომობილი საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან საბაჟო გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის“ გავლით შემოვიდა. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება სატვირთოს მისაბმელის სპეციალურ სამალავში აღმოაჩინეს. უწყების ცნობით, 157 კგ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ გადატანას ე.წ. მარმარილოს ფილებით ცდილობდნენ. გამოძიება სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით, მხოლოდ ბოლო 7 თვის განმავლობაში აღკვეთილია ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ათეულობით ფაქტი და ამოღებულია რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკი. ხოლო ნარკოდანაშაულისთვის ჯამში დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2 ათასამდე ნარკორეალიზაციაში ჩართული პირი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_226:0:2451:1669_1920x0_80_0_0_5c73595020d1f8927d1c673e0ccee89d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
სამართალდამცველებმა 50 მლნ ლარის ღირებულების „ჰეროინი" ამოიღეს
საქართველოში ბოლო შვიდ თვეში 2 ათასამდე ნარკორეალიზატორი დააკავეს.
თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა 30 დეკემბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 157 კგ „ჰეროინი" ამოიღეს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
უწყების ცნობით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალების საბაზრო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 50 მლნ ლარს შეადგენს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია ირანის მოქალაქე.
გამოძიების ცნობით, სატვირთო ავტომობილი საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან საბაჟო გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის“ გავლით შემოვიდა. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება სატვირთოს მისაბმელის სპეციალურ სამალავში აღმოაჩინეს.
უწყების ცნობით, 157 კგ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ გადატანას ე.წ. მარმარილოს ფილებით ცდილობდნენ.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობით, მხოლოდ ბოლო 7 თვის განმავლობაში აღკვეთილია ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ათეულობით ფაქტი და ამოღებულია რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკი. ხოლო ნარკოდანაშაულისთვის ჯამში დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2 ათასამდე ნარკორეალიზაციაში ჩართული პირი.