https://sputnik-georgia.com/20251231/miqanadze-2026-wels-mnishvnelovani-repormebi-ganxorcieldeba-296470042.html
სამინისტრო: 2026 წელს განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპები განხორციელდება
სამინისტრო: 2026 წელს განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპები განხორციელდება
Sputnik საქართველო
მიქანაძე მიიჩნევს, რომ განათლების სფეროსთვის 2025 წელი გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო. 31.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-31T21:28+0400
2025-12-31T21:28+0400
2025-12-31T21:28+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/19/293908211_0:52:1001:615_1920x0_80_0_0_7aad91b635543dc8095b71554acb10e1.jpg
თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. საქართველო შევიდა იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია, განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, განათლების რეფორმა საწყის ფაზაშია და მათი განხორციელების მომდევნო ეტაპები სწორედ 2026 წელს დაიწყება. მინისტრმა მიმდინარე წელი შეაფასა და განაცხადა, რომ განათლების სფეროსთვის 2025 წელი გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო. მისი თქმით, სასკოლო რეფორმის კონცეფციის განხილვის მიზნით, გრძელდება შეხვედრები დიდ ქალაქებში, რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, სადაც მასწავლებლები გამოხატავენ მხარდაჭერას ამ რეფორმის მიმართ. უმაღლესი განათლების რეფორმა საქართველოს პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლებიც ქვეყანაში უმაღლესი განათლების რეფორმას ეხება, დეკემბერში დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით მიიღო. რეფორმების პირველი პაკეტი უნივერსიტეტებში სწავლის ვადების შემცირებას და მთავრობისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების ჩარიცხვის კვოტების დაწესების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს. უმაღლესი განათლების რეფორმის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლება შემდეგი მოდელით განხორციელდება: ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სამი წელი, მაგისტრის ხარისხის მისაღებად ერთი წელი და დოქტორანტურისთვის მოსამზადებლად ერთი წელი. კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, აკადემიური უმაღლესი განათლების ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს. ამგვარად, სრული პროგრამის დასრულების შემდეგ, 300 კრედიტის მქონე სტუდენტს შესაძლებლობა ექნებათ დოქტორის ხარისხის მისაღებად სწავლა ევროპის უნივერსიტეტებში გაააგრძელონ. სახელმწიფო უნივერსიტეტების პირველ და მეორე საფეხურებზე სწავლა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება, თუმცა ფაკულტეტებზე კვოტებს შემოიღებენ. ცვლილებების თანახმად, უქმდება საგრანტო დაფინანსება. კანონებიდან ყველა იმ ნორმას ამოიღებენ, რომელიც სახელმწიფო სასწავლო გრანტსა და სამაგისტრო გრანტს ეხება. ასევე მთავრობა განსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლება უნივერსიტეტებს მიენიჭება. ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელისა და სტანდარტის შემუშავების ვადის გადაწევას 2028 წლის 1-ელ იანვრამდე. ზოგადი განათლების რეფორმა გასულ თვეში საქართველოს მთავრობამ სასკოლო განათლების რეფორმა დააანონსა, რომელიც ითვალისწინებს 11-წლიან საგანმანათლებლო სისტემაზე გადასვლას. გარდა ამისა, განათლების სამინისტროს შეიმუშავა ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია, რომელიც რვა ძირითადი გამოწვევისგან შედგება. მათ შორისაა, საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი, სასწავლო რესურსები, სასკოლო ცხოვრება - სკოლის ბაზაზე წრეების, სექციებისა და კლუბების გახსნა, კავშირი განათლების საფეხურებს შორის, მასწავლებელთა კვალიფიკაცია და დისციპლინები, სადაც კვალიფიციური კადრების დეფიციტია და სხვ. მას შემდეგ, რაც სამიზნე ჯგუფები დეტალურად განიხილავენ დოკუმენტს და ყველა პოზიცია შეთანხმებული იქნება, იგი დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/19/293908211_55:0:944:667_1920x0_80_0_0_7bcc2b202bd038042ebcd5fd26d0a1ea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
სამინისტრო: 2026 წელს განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპები განხორციელდება
მიქანაძე მიიჩნევს, რომ განათლების სფეროსთვის 2025 წელი გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო.
თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. საქართველო შევიდა იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია, განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, განათლების რეფორმა საწყის ფაზაშია და მათი განხორციელების მომდევნო ეტაპები სწორედ 2026 წელს დაიწყება.
„განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპები 2026 წელს განხორციელდება, როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე აკადემიური კადრების მოზიდვის მიმართულებით და პროგრამების განვითარების, ხარისხის გაუმჯობესების კუთხით არაერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგმება“, - აღნიშნა მიქანაძემ.
მინისტრმა მიმდინარე წელი შეაფასა და განაცხადა, რომ განათლების სფეროსთვის 2025 წელი გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო.
„ჩვენ დავაანონსეთ ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმები. უმაღლესი განათლების კონცეფცია უკვე დამტკიცებულია და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებიც განხორციელდა. ამას დაემატა ისტორიული და უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მმართველმა გუნდმა და პრემიერ-მინისტრმა მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ 2026 წლის პირველი სექტემბრიდან, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლად მიღებული სტუდენტები ისწავლიან უფასოდ“, - აღნიშნა მიქანაძემ.
მისი თქმით, სასკოლო რეფორმის კონცეფციის განხილვის მიზნით, გრძელდება შეხვედრები დიდ ქალაქებში, რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, სადაც მასწავლებლები გამოხატავენ მხარდაჭერას ამ რეფორმის მიმართ.
უმაღლესი განათლების რეფორმა
საქართველოს პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლებიც ქვეყანაში უმაღლესი განათლების რეფორმას ეხება, დეკემბერში დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით მიიღო. რეფორმების პირველი პაკეტი უნივერსიტეტებში სწავლის ვადების შემცირებას და მთავრობისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების ჩარიცხვის კვოტების დაწესების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს.
უმაღლესი განათლების რეფორმის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლება შემდეგი მოდელით განხორციელდება: ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სამი წელი, მაგისტრის ხარისხის მისაღებად ერთი წელი და დოქტორანტურისთვის მოსამზადებლად ერთი წელი. კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, აკადემიური უმაღლესი განათლების ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს.
ამგვარად, სრული პროგრამის დასრულების შემდეგ, 300 კრედიტის მქონე სტუდენტს შესაძლებლობა ექნებათ დოქტორის ხარისხის მისაღებად სწავლა ევროპის უნივერსიტეტებში გაააგრძელონ.
სახელმწიფო უნივერსიტეტების პირველ და მეორე საფეხურებზე სწავლა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება, თუმცა ფაკულტეტებზე კვოტებს შემოიღებენ. ცვლილებების თანახმად, უქმდება საგრანტო დაფინანსება. კანონებიდან ყველა იმ ნორმას ამოიღებენ, რომელიც სახელმწიფო სასწავლო გრანტსა და სამაგისტრო გრანტს ეხება.
ასევე მთავრობა განსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლება უნივერსიტეტებს მიენიჭება.
ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელისა და სტანდარტის შემუშავების ვადის გადაწევას 2028 წლის 1-ელ იანვრამდე.
ზოგადი განათლების რეფორმა
გასულ თვეში საქართველოს მთავრობამ სასკოლო განათლების რეფორმა დააანონსა, რომელიც ითვალისწინებს 11-წლიან საგანმანათლებლო სისტემაზე გადასვლას.
გარდა ამისა, განათლების სამინისტროს შეიმუშავა ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია, რომელიც რვა ძირითადი გამოწვევისგან შედგება. მათ შორისაა, საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი, სასწავლო რესურსები, სასკოლო ცხოვრება - სკოლის ბაზაზე წრეების, სექციებისა და კლუბების გახსნა, კავშირი განათლების საფეხურებს შორის, მასწავლებელთა კვალიფიკაცია და დისციპლინები, სადაც კვალიფიციური კადრების დეფიციტია და სხვ. მას შემდეგ, რაც სამიზნე ჯგუფები დეტალურად განიხილავენ დოკუმენტს და ყველა პოზიცია შეთანხმებული იქნება, იგი დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.