https://sputnik-georgia.com/20251230/ramdeni-ucxoeli-gaazeves-saqartvelodan-296432782.html
რამდენი უცხოელი გააძევეს საქართველოდან ბოლო დღეებში
რამდენი უცხოელი გააძევეს საქართველოდან ბოლო დღეებში
Sputnik საქართველო
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. 30.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-30T16:51+0400
2025-12-30T16:51+0400
2025-12-30T16:51+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/09/263479017_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_5b8a68805cf332a3fa0eff1d4ec80249.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ქვეყნიდან გაძევებულია: თურქეთის, ინდოეთის, ჩინეთის, რუსეთის, ნიგერიის, თურქმენეთის, იორდანიის, ერაყის, პაკისტანის, ეგვიპტის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ბურუნდის, ზამბიის, საუდის არაბეთისა და სუდანის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. მიგრაციის დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარე წელს საქართველოდან გაძევებულ პირთა ჯამურმა მაჩვენებელმა 1302 პირი შეადგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება. 1-ელი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში, რაც მიზნად ისახავს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მექანიზმებისა და ქვეყნის ტერიტორიაზე მიგრაციული კონტროლის გაძლიერებას. ცვლილებები ასევე შეეხო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსაც. სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოში კანონიერი ყოფნის ვადების დარღვევის შემთხვევაში გამკაცრებულია, ხოლო ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა გაიზარდა. ახალი წესების თანახმად: - უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 ათასი ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 6 თვის ვადით. - უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 ათასი ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 2 წლის ვადით. - უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 ათასი ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 3 წლის ვადით. - უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში უკანონოდ ყოფნის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/09/263479017_54:80:1227:960_1920x0_80_0_0_5577c4654a74b8f5d9a6948770db9d9e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
რამდენი უცხოელი გააძევეს საქართველოდან ბოლო დღეებში
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქვეყნიდან გაძევებულია: თურქეთის, ინდოეთის, ჩინეთის, რუსეთის, ნიგერიის, თურქმენეთის, იორდანიის, ერაყის, პაკისტანის, ეგვიპტის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ბურუნდის, ზამბიის, საუდის არაბეთისა და სუდანის მოქალაქეები.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
მიგრაციის დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარე წელს საქართველოდან გაძევებულ პირთა ჯამურმა მაჩვენებელმა 1302 პირი შეადგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.
1-ელი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში, რაც მიზნად ისახავს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მექანიზმებისა და ქვეყნის ტერიტორიაზე მიგრაციული კონტროლის გაძლიერებას.
ცვლილებები ასევე შეეხო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსაც. სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოში კანონიერი ყოფნის ვადების დარღვევის შემთხვევაში გამკაცრებულია, ხოლო ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა გაიზარდა.
- უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 ათასი ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 6 თვის ვადით.
- უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 ათასი ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 2 წლის ვადით.
- უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 ათასი ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 3 წლის ვადით.
- უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში უკანონოდ ყოფნის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით.