https://sputnik-georgia.com/20251230/qartvelsihvili-saqartvelo-ar-unda-gadaiqces-gangsterul-saxelmwipod-296449473.html
ქართველიშვილი: საქართველო არ უნდა გადაიქცეს „განგსტერულ სახელმწიფოდ"
ქართველიშვილი: საქართველო არ უნდა გადაიქცეს „განგსტერულ სახელმწიფოდ"
Sputnik საქართველო
ხელისუფლების წარმომადგენლები, ყოფილი თუ მოქმედი, ანგარიშვალდებულნი უნდა იყვნენ საქართველოს ხალხისა და კანონმდებლობის წინაშე. 30.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-30T21:29+0400
2025-12-30T21:29+0400
2025-12-30T21:29+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/1e/296435677_0:44:840:517_1920x0_80_0_0_3e8a98f5322bc98c1e6e4b78cdbbd905.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველო არ უნდა გადაიქცეს კორუმპირებულ და „განგსტერულ“ სახელმწიფოდ და ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში არავინ უნდა დარჩეს ხელშეუხებელი, განაცხადა ანალიტიკოსმა და პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.ექსპერტმა კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებსა და მიმდინარე გამოძიებებზე. ქართველიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორუფციისა და თანამდების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა თანმიმდევრული უნდა იყოს და უნდა ვრცელდებოდეს ყველაზე, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე საუბრისას, ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ ყოფილ თანამდებობის პირებს შორის არც ერთი არ ყოფილა კორუფციის, მექრთამეობის ან თანამდებობის ბოროტად გამოყენების საქმეების ფიგურანტი, რაც, მისი აზრით, წინა გამოძიებების ობიექტურობის შესახებ კითხვებს აჩენს. ბოლო თვეების განმავლობაში საქართველო კორუფციული სკანდალების სერიამ მოიცვა. გამოძიების ფიგურანტები ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის მინისტრები და მათი მოადგილეები არიან. ბრალი წაუყენეს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/1e/296435677_47:0:794:560_1920x0_80_0_0_aa5fae94667d6325358935eb9d56f94f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, ახალი ამბები
ქართველიშვილი: საქართველო არ უნდა გადაიქცეს „განგსტერულ სახელმწიფოდ"
ხელისუფლების წარმომადგენლები, ყოფილი თუ მოქმედი, ანგარიშვალდებულნი უნდა იყვნენ საქართველოს ხალხისა და კანონმდებლობის წინაშე.
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველო არ უნდა გადაიქცეს კორუმპირებულ და „განგსტერულ“ სახელმწიფოდ და ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში არავინ უნდა დარჩეს ხელშეუხებელი, განაცხადა ანალიტიკოსმა და პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
ექსპერტმა კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებსა და მიმდინარე გამოძიებებზე. ქართველიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორუფციისა და თანამდების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა თანმიმდევრული უნდა იყოს და უნდა ვრცელდებოდეს ყველაზე, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად.
„ჩვენ უნდა მივესალმოთ იმას, რომ საქართველო, რომელმაც დაამარცხა ლიბერალური ფაშიზმი და ე.წ. ოპოზიციის სახით აგრძელებს ამ ბრძოლას, არ უნდა გადაიქცეს განგსტერულ და კორუფციულ საქართველოდ. მან უნდა ამხილოს ყველა, ვინც უახლოეს წარსულში ასე თუ ისე, საკუთარ პოლიტიკურ გუნდთან იყო აფილირებული“, -განაცხადა ქართველიშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე საუბრისას, ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ ყოფილ თანამდებობის პირებს შორის არც ერთი არ ყოფილა კორუფციის, მექრთამეობის ან თანამდებობის ბოროტად გამოყენების საქმეების ფიგურანტი, რაც, მისი აზრით, წინა გამოძიებების ობიექტურობის შესახებ კითხვებს აჩენს.
„არცერთი ხელშეუხებელი ამ ხელისუფლების დროს არ უნდა არსებობდეს, თორემ ეს ხელისუფლება განწირულია წაგებისთვის, როგორც პოლიტიკურ ველზე, ასევე საზოგადოების თვალში“, - დასძინა ქართველიშვილმა.
ბოლო თვეების განმავლობაში საქართველო კორუფციული სკანდალების სერიამ მოიცვა. გამოძიების ფიგურანტები ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის მინისტრები და მათი მოადგილეები არიან. ბრალი წაუყენეს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილს.