https://sputnik-georgia.com/20251229/rikotis-ugeltexilze-magistraluri-gzis-mshenebloba-dasrulda-296427960.html
რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდა
რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდა
Sputnik საქართველო
რიკოთის უღელტეხილზე ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა 2019 წლებში ოთხ მონაკვეთად დაიწყო: 29.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-29T20:50+0400
2025-12-29T20:50+0400
2025-12-29T20:49+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0f/284239156_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_dcd4bb0c8bbe7b8213036e69585c0aeb.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდა და 30 დეკემბრიდან მოძრაობა რიკოთის 52-კილომეტრიან ახალ, ოთხზოლიან ჩქაროსნულ გზაზე სრულად გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.რიკოთის მაგისტრალური გზა წარმოადგენს აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო საგზაო დერეფნის (E60) მნიშვნელოვან მონაკვეთს და საქართველოს სატრანსპორტო ქსელის ერთ-ერთ საკვანძო ინფრასტრუქტურულ პროექტს. პროექტი განხორციელდა აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკის (WB) და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება დაახლოებით 2,6 მილიარდ ლარს შეადგენსმთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რიკოთის მაგისტრალური გზა 52 კილომეტრის სიგრძისაა და მოიცავს 51 გვირაბსა და 97 ხიდს. მათ შორის, ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე ერთი კილომეტრი და 800 მეტრია, ხოლო ყველაზე გრძელი ხიდის – ერთი კილომეტრი და 362 მეტრი.ახალი მაგისტრალი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე განათების სისტემით და შეესაბამება საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.რიკოთის უღელტეხილზე ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა 2019 წლებში ოთხ მონაკვეთად დაიწყო: ჩუმათელეთი–ხევის 11,6 კმ-იან, ხევი–უბისას 12,2 კმ-იან, უბისა–შორაპნის 13 კმ-იან და შორაპანი–არგვეთას 14,7 კმ-იან მონაკვეთებად. გზის პირველი 2-კილომეტრიანი მონაკვეთი 2020 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. რიკოთის ახალი მაგისტრალი გვერდს უვლის ყველა დასახლებას, მათ შორის ქალაქ ზესტაფონს, რაც ამცირებს სატრანსპორტო ნაკადს დასახლებულ პუნქტებში და ზრდის მოძრაობის უსაფრთხოებას.პროექტის ფარგლებში, სოფელ შროშასთან, ახალი გზის ორივე მხარეს სპეციალურ მოედნებზე მოეწყო სავაჭრო სივრცეები ადგილობრივი მეწარმეებისთვის, რაც ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან სრულდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0f/284239156_310:0:1270:720_1920x0_80_0_0_955031a47dcc2ae51560ffab11dcb52a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ახალი ამბები
რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდა
რიკოთის უღელტეხილზე ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა 2019 წლებში ოთხ მონაკვეთად დაიწყო:
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდა და 30 დეკემბრიდან მოძრაობა რიკოთის 52-კილომეტრიან ახალ, ოთხზოლიან ჩქაროსნულ გზაზე სრულად გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რიკოთის მაგისტრალური გზა წარმოადგენს აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო საგზაო დერეფნის (E60) მნიშვნელოვან მონაკვეთს და საქართველოს სატრანსპორტო ქსელის ერთ-ერთ საკვანძო ინფრასტრუქტურულ პროექტს. პროექტი განხორციელდა აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკის (WB) და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება დაახლოებით 2,6 მილიარდ ლარს შეადგენს
მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რიკოთის მაგისტრალური გზა 52 კილომეტრის სიგრძისაა და მოიცავს 51 გვირაბსა და 97 ხიდს. მათ შორის, ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე ერთი კილომეტრი და 800 მეტრია, ხოლო ყველაზე გრძელი ხიდის – ერთი კილომეტრი და 362 მეტრი.
ახალი მაგისტრალი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე განათების სისტემით და შეესაბამება საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.
„რიკოთზე ახალი გზის მშენებლობის დასრულების შედეგად, 30 დეკემბრიდან ავტოტრანსპორტი ისარგებლებს უწყვეტი, 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალით თბილისიდან სამტრედიამდე, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ქვეყნის შიდა და სატრანზიტო მოძრაობას", - ნათქვამია განცხადებაში.
რიკოთის უღელტეხილზე ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა 2019 წლებში ოთხ მონაკვეთად დაიწყო: ჩუმათელეთი–ხევის 11,6 კმ-იან, ხევი–უბისას 12,2 კმ-იან, უბისა–შორაპნის 13 კმ-იან და შორაპანი–არგვეთას 14,7 კმ-იან მონაკვეთებად. გზის პირველი 2-კილომეტრიანი მონაკვეთი 2020 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. რიკოთის ახალი მაგისტრალი გვერდს უვლის ყველა დასახლებას, მათ შორის ქალაქ ზესტაფონს, რაც ამცირებს სატრანსპორტო ნაკადს დასახლებულ პუნქტებში და ზრდის მოძრაობის უსაფრთხოებას.
პროექტის ფარგლებში, სოფელ შროშასთან, ახალი გზის ორივე მხარეს სპეციალურ მოედნებზე მოეწყო სავაჭრო სივრცეები ადგილობრივი მეწარმეებისთვის, რაც ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან სრულდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.