https://sputnik-georgia.com/20251229/papuashvili-evrokavshiris-gadawkvetilebebi-usamartloa-296419764.html
პაპუაშვილი: საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებები უსამართლოა
პაპუაშვილი: საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებები უსამართლოა
Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღეს ბრიუსელის ხელმძღვანელობა აცდენილია ევროპის ხალხების ინტერესებს და მოქმედებს აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური დაკვეთითა და დღის... 29.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-29T22:00+0400
2025-12-29T22:00+0400
2025-12-29T22:00+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523716_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_59bcd45a4c96061dfb3486b2b99ac0e4.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის გადაწყვეტილებებმა საქართველოსთან მიმართებით სამართლიანობა დიდიხანია დაკარგა, ბრიუსელთან კონსტრუქციული დიალოგი კი მხოლოდ მმართველობის შეცვლის შემდეგ არის შესაძლებელი, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის გამო აკრიტიკებს. ხელისუფლება კი განხეთქილებას ქვეყნის პოზიციის გამო დასავლეთის უკმაყოფილებით ხსნის, რომელიც უკავშირდება უკრაინის კონფლიქტს და სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისკენ სწრაფვას.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი უკვე დარწმუნდა რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან. პაპუაშვილის თქმით, „არანაირი სამართლიანობა და ობიექტური კრიტერიუმები არ მოქმედებს. არის ერთადერთი მავნე პოლიტიკური მიზნები, რომ დააზიანონ საქართველო და მისი მოქალაქეები“.პაპუაშვილის თქმით, დღეს ბრიუსელის ხელმძღვანელობა აცდენილია ევროპის ხალხების ინტერესებს და მოქმედებს აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური დაკვეთითა და დღის წესრიგით, რაც შეუძლებელს ხდის საერთო ენის გამონახვას.როგორც მან აღნიშნა, ევროპა ეკონომიკურ სტაგნაციაში იმყოფება, ხოლო ევროკავშირი, რომელიც შეიქმნა როგორც მშვიდობის პროექტი, ყოველ დღე საუბრობს ომზე. „ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ და ამიტომ მთავარი გზა არის, რომ ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს. ევროპელი ხალხი უფრო ხმამაღალია ყოველ დღე. როგორც კი ბრიუსელი ყურს დაუგდებს ევროპელ ხალხს, იმ მომენტშივე გახდება შესაძლებელი ჩვენი ურთიერთობების საბოლოო დარეგულირება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. საქართველო და ევროკავშირი ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა. კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. 2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა. ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა. ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა. 2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება ამ პირობებს არარეალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523716_108:0:2839:2048_1920x0_80_0_0_f283566a3c05d923bc3c13945a64ace1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
პაპუაშვილი: საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებები უსამართლოა
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღეს ბრიუსელის ხელმძღვანელობა აცდენილია ევროპის ხალხების ინტერესებს და მოქმედებს აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური დაკვეთითა და დღის წესრიგით, რაც შეუძლებელს ხდის საერთო ენის გამონახვას.
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის გადაწყვეტილებებმა საქართველოსთან მიმართებით სამართლიანობა დიდიხანია დაკარგა, ბრიუსელთან კონსტრუქციული დიალოგი კი მხოლოდ მმართველობის შეცვლის შემდეგ არის შესაძლებელი, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის გამო აკრიტიკებს. ხელისუფლება კი განხეთქილებას ქვეყნის პოზიციის გამო დასავლეთის უკმაყოფილებით ხსნის, რომელიც უკავშირდება უკრაინის კონფლიქტს და სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისკენ სწრაფვას.
„ჩვენ გონივრულობას ნუ ვეძებთ ბრიუსელის გადაწყვეტილებაში, სამართლიანობა კი უკვე კარგა ხანია დაკარგული აქვს მათ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვერაფერს გამოვრიცხავთ ამ პროცესში, დანამდვილებით ერთადერთი რამ ვიცით, ჩვენს სუვერენიტეტს არც ერთ პოლიტიკურ შანტაჟზე არ გავცვლით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი უკვე დარწმუნდა რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან. პაპუაშვილის თქმით, „არანაირი სამართლიანობა და ობიექტური კრიტერიუმები არ მოქმედებს. არის ერთადერთი მავნე პოლიტიკური მიზნები, რომ დააზიანონ საქართველო და მისი მოქალაქეები“.
„ეს არის ის სამწუხარო შედეგი, სადამდეც მიიყვანა ბრიუსელის ბიუროკრატიამ და მისმა უნაირო დიპლომატიამ ევროკავშირის და ბრიუსელის რეპუტაცია ქართველი ხალხის თვალში“, - განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.
პაპუაშვილის თქმით, დღეს ბრიუსელის ხელმძღვანელობა აცდენილია ევროპის ხალხების ინტერესებს და მოქმედებს აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური დაკვეთითა და დღის წესრიგით, რაც შეუძლებელს ხდის საერთო ენის გამონახვას.
„ბიუროკრატიასთან, რომელმაც ევროკავშირი ცივილიზაციურ უფსკრულთან მიიყვანა, საერთო ენა როგორ უნდა გამოვნახოთ?....ბრიუსელს ჩვენს ქვეყანას ვერ დავანგრევინებთ. ისიც ეყოფათ რასაც უშვრებიან ევროკავშირს, სადამდე მიიყვანეს ევროპის მოქალაქეები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ევროპა ეკონომიკურ სტაგნაციაში იმყოფება, ხოლო ევროკავშირი, რომელიც შეიქმნა როგორც მშვიდობის პროექტი, ყოველ დღე საუბრობს ომზე.
„ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ და ამიტომ მთავარი გზა არის, რომ ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს. ევროპელი ხალხი უფრო ხმამაღალია ყოველ დღე. როგორც კი ბრიუსელი ყურს დაუგდებს ევროპელ ხალხს, იმ მომენტშივე გახდება შესაძლებელი ჩვენი ურთიერთობების საბოლოო დარეგულირება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება ამ პირობებს არარეალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.