პოლიციამ მარნეულში განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2025
გამოწერა
დაკავებულებს, რომელთა შორის ერთი წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირია, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 28 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დაკავებულებს, რომელთა შორის ერთი წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირია, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების ჩხრეკის შედეგად 2,5 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“, არარეგისტრირებული სანადირო თოფი და ცეცხლსასროლი პისტოლეტი ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 236-ე და 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0