https://sputnik-georgia.com/20251227/vaslovanis-nakrzalsi-jeiranebis-raodenobam-500-s-gadaawarba-296384032.html
ვაშლოვანის ნაკრძალში ჯეირანების რაოდენობამ 500 ინდივიდს გადააჭარბა
ვაშლოვანის ნაკრძალში ჯეირანების რაოდენობამ 500 ინდივიდს გადააჭარბა
Sputnik საქართველო
ჯეირნების პოპულაციის აღდგენა ბუნების დამცველების ერთ-ერთი უმაღლესი პრიორიტეტია. 27.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-27T19:09+0400
2025-12-27T19:09+0400
2025-12-27T19:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
დაცული ტერიტორიების სააგენტო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ცხოველთა დაცვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1c/259961119_0:0:3051:1716_1920x0_80_0_0_411a98215a9e9661a4c1f78c28e4059c.jpg
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ჯეირანების რაოდენობა უკვე 500 ინდივიდს აჭარბებს, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.უწყების ცნობით, ახალგაზრდა თაობა ბალახში იმალება, რის გამოც ფოტოხაფანგი ვერ „იჭერს“ ცხოველებს, მაგრამ პატარა ჯეირანების შორისდან დაფიქსირება მაინც მოხერხდა.ქურციკის, იგივე ჯეირანის აღდგენის პროგრამა, რომელიც საქართველოში გასული საუკუნის 60-იან წლებში ურბანიზაციის და ბრაკონიერობის შედეგად გადაშენდა, 2013 წლიდან ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მჭიდრო თანამშრომლობითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური მხარდაჭერით.პირველი თაობა, ათი ჯეირანი, შირვანის ეროვნული პარკიდან შემოიყვანეს და რამდენიმე ათეული წლის შემდეგ გაუშვეს ისტორიულ გარემოში — სამუხის ველზე.დაცული ტერიტორიების სააგენტო და ველური ბუნების მსოფლიო ფონდი მუდმივ მონიტორინგსა და დაკვირვებას ახორციელებენ ჯეირნების რაოდენობაზე და მათთვის უსაფრთხო საარსებო გარემოს უზრუნველყოფაზე ზრუნავენ.ჯეირნების პოპულაციის აღდგენა ბუნების დამცველების ერთ-ერთი უმაღლესი პრიორიტეტია. მათი აზრით, ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაუმჯობესება ამ ცხოველების გარეშე შეუძლებელია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1c/259961119_320:0:3051:2048_1920x0_80_0_0_d0289bde1749a303059ad28e4a28f26f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ცხოველთა დაცვა
ახალი ამბები, საქართველო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ცხოველთა დაცვა
ვაშლოვანის ნაკრძალში ჯეირანების რაოდენობამ 500 ინდივიდს გადააჭარბა
ჯეირნების პოპულაციის აღდგენა ბუნების დამცველების ერთ-ერთი უმაღლესი პრიორიტეტია.
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ჯეირანების რაოდენობა უკვე 500 ინდივიდს აჭარბებს, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ახალგაზრდა თაობა ბალახში იმალება, რის გამოც ფოტოხაფანგი ვერ „იჭერს“ ცხოველებს, მაგრამ პატარა ჯეირანების შორისდან დაფიქსირება მაინც მოხერხდა.
ქურციკის, იგივე ჯეირანის აღდგენის პროგრამა, რომელიც საქართველოში გასული საუკუნის 60-იან წლებში ურბანიზაციის და ბრაკონიერობის შედეგად გადაშენდა, 2013 წლიდან ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მჭიდრო თანამშრომლობითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური მხარდაჭერით.
პირველი თაობა, ათი ჯეირანი, შირვანის ეროვნული პარკიდან შემოიყვანეს და რამდენიმე ათეული წლის შემდეგ გაუშვეს ისტორიულ გარემოში — სამუხის ველზე.
დაცული ტერიტორიების სააგენტო და ველური ბუნების მსოფლიო ფონდი მუდმივ მონიტორინგსა და დაკვირვებას ახორციელებენ ჯეირნების რაოდენობაზე და მათთვის უსაფრთხო საარსებო გარემოს უზრუნველყოფაზე ზრუნავენ.
ჯეირნების პოპულაციის აღდგენა ბუნების დამცველების ერთ-ერთი უმაღლესი პრიორიტეტია. მათი აზრით, ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაუმჯობესება ამ ცხოველების გარეშე შეუძლებელია.