https://sputnik-georgia.com/20251227/saqartvelos-dacul-teritoriebs-milionze-meti-vizitori-estumra-axali-monacemebi-296371590.html
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს მილიონზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა - ახალი მონაცემები
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს მილიონზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
სააგენტოს ცნობით, გაიზარდა უცხოელი ვიზიტორების რაოდენობაც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბუნებრივი პოტენციალის მიმართ მზარდ საერთაშორისო ინტერესს. 27.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-27T09:52+0400
2025-12-27T09:52+0400
2025-12-27T09:52+0400
საქართველო
ახალი ამბები
დაცული ტერიტორიების სააგენტო
საზოგადოება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/11/269525062_0:116:1900:1185_1920x0_80_0_0_a11abc3624fc180ec76b3dd9a49e9607.jpg
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. 2025 წლის 11 თვის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1,2 მლნ ვიზიტორი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით მეტია, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.სააგენტოს ცნობით, გაიზარდა უცხოელი ვიზიტორების რაოდენობაც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბუნებრივი პოტენციალის მიმართ მზარდ საერთაშორისო ინტერესს.ყველაზე ხშირად დამთვალიერებლები სტუმრობდნენ შემდეგ ღირსშესანიშნაობებს:დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად აგრძელებს ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, რაც მიზნად ისახავს ვიზიტორებისთვის დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობის უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს შექმნას.ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით 12 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს 17 პროექტი, რომლებიც ითვალისწინებს საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობასა და რეაბილიტაციას შესაბამისი მცირე ინფრასტრუქტურის განთავსებით.დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში სულ 99 დაცული ტერიტორიაა (927 ათას ჰექტრამდე - საქართველოს ტერიტორიის 13,3%), აქედან 14 - სახელმწიფო ნაკრძალია (139,048 ათასი ჰა), 15 - ეროვნული პარკია (512.235,01 ჰა), 25 აღკვეთილია (105.555.07 ჰა), 40 ბუნების ძეგლი (2.748.99 ჰა) და 5 დაცული ლანდშაფტი (167.247 ჰა).საქართველოს ფაუნა წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვრით, 330 სახეობის ფრინველით და 160 სახეობის თევზით. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი 90 სახეობის ცხოველი ბინადრობს, რაც „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სახეობების 67%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/11/269525062_84:0:1817:1300_1920x0_80_0_0_bc5b16f77ba64b76662d8dfc94f1c3d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საქართველო, ახალი ამბები, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს მილიონზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა - ახალი მონაცემები
სააგენტოს ცნობით, გაიზარდა უცხოელი ვიზიტორების რაოდენობაც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბუნებრივი პოტენციალის მიმართ მზარდ საერთაშორისო ინტერესს.
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. 2025 წლის 11 თვის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1,2 მლნ ვიზიტორი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით მეტია, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.
სააგენტოს ცნობით, გაიზარდა უცხოელი ვიზიტორების რაოდენობაც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბუნებრივი პოტენციალის მიმართ მზარდ საერთაშორისო ინტერესს.
ყველაზე ხშირად დამთვალიერებლები სტუმრობდნენ შემდეგ ღირსშესანიშნაობებს:
დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად აგრძელებს ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, რაც მიზნად ისახავს ვიზიტორებისთვის დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობის უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით 12 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს 17 პროექტი, რომლებიც ითვალისწინებს საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობასა და რეაბილიტაციას შესაბამისი მცირე ინფრასტრუქტურის განთავსებით.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში სულ 99 დაცული ტერიტორიაა (927 ათას ჰექტრამდე - საქართველოს ტერიტორიის 13,3%), აქედან 14 - სახელმწიფო ნაკრძალია (139,048 ათასი ჰა), 15 - ეროვნული პარკია (512.235,01 ჰა), 25 აღკვეთილია (105.555.07 ჰა), 40 ბუნების ძეგლი (2.748.99 ჰა) და 5 დაცული ლანდშაფტი (167.247 ჰა).
საქართველოს ფაუნა წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვრით, 330 სახეობის ფრინველით და 160 სახეობის თევზით. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი 90 სახეობის ცხოველი ბინადრობს, რაც „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სახეობების 67%-ს შეადგენს.