https://sputnik-georgia.com/20251227/mtavroba-arastandartul-mandarins-daasubsidirebs-296374496.html
მთავრობა არასტანდარტულ მანდარინს დამატებით 2,6 მლნ ლარით დაასუბსიდირებს
მთავრობა არასტანდარტულ მანდარინს დამატებით 2,6 მლნ ლარით დაასუბსიდირებს
Sputnik საქართველო
წელს რეგიონში 60-65 ათასამდე ტონა მანდარინის მოსავალს ელოდებიან, რომლის ნაწილიც ექსპორტზე გავა. 27.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-27T16:39+0400
2025-12-27T16:39+0400
2025-12-27T16:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/19/291542105_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_267974b2e1c22674e1887497baf87bbb.jpg
თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2,6 მლნ ლარი გამოეყოფა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს 19 დეკემბრის მონაცემებით, არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირების მიზნით, უკვე გამოყოფილია 4 მილიონი ლარი. შედეგად, გადამუშავებულია 12 ათასი ტონა არასტანდარტული ციტრუსი. განკარგულების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ციტრუსის გადამამუშავებელი კომპანიებისათვის, რომლებიც ციტრუსის სეზონზე ფიზიკური პირებისაგან შეისყიდიან ერთ კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინს არანაკლებ 0,40 ლარად, სუბსიდირებისთვის გათვალისწინებულია 0,35 ლარი. წელს რეგიონში 60-65 ათასამდე ტონა მანდარინის მოსავალს ელოდებიან, რომლის ნაწილიც ექსპორტზე გავა. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო ჩაიბარებს, არასტანდარტულ ნაყოფს კი, ქობულეთში ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს. საქართველოში ციტრუსის მოსავლის აღების სეზონი ნოემბერში იწყება და ოთხი თვე გრძელდება. ქართული ციტრუსის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ბელარუსი და უკრაინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/19/291542105_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_f662c5912ab1bb1a7ee8d59664e5d205.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება
მთავრობა არასტანდარტულ მანდარინს დამატებით 2,6 მლნ ლარით დაასუბსიდირებს
წელს რეგიონში 60-65 ათასამდე ტონა მანდარინის მოსავალს ელოდებიან, რომლის ნაწილიც ექსპორტზე გავა.
თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2,6 მლნ ლარი გამოეყოფა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს 19 დეკემბრის მონაცემებით, არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირების მიზნით, უკვე გამოყოფილია 4 მილიონი ლარი. შედეგად, გადამუშავებულია 12 ათასი ტონა არასტანდარტული ციტრუსი.
განკარგულების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ციტრუსის გადამამუშავებელი კომპანიებისათვის, რომლებიც ციტრუსის სეზონზე ფიზიკური პირებისაგან შეისყიდიან ერთ კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინს არანაკლებ 0,40 ლარად, სუბსიდირებისთვის გათვალისწინებულია 0,35 ლარი.
წელს რეგიონში 60-65 ათასამდე ტონა მანდარინის მოსავალს ელოდებიან, რომლის ნაწილიც ექსპორტზე გავა. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო ჩაიბარებს, არასტანდარტულ ნაყოფს კი, ქობულეთში ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.
საქართველოში ციტრუსის მოსავლის აღების სეზონი ნოემბერში იწყება და ოთხი თვე გრძელდება. ქართული ციტრუსის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ბელარუსი და უკრაინა.