https://sputnik-georgia.com/20251226/sss-saprotesto-aqciis-gamartvastan-dakavsirebit-informacias-avrcelebs-296367976.html
შსს 27 დეკემბრის საპროტესტო აქციის გამართვის პირობებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს
შსს 27 დეკემბრის საპროტესტო აქციის გამართვის პირობებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს
Sputnik საქართველო
27 დეკემბერს აქცია უნდა დაიწყოს 18:00 საათზე, ხოლო დასრულდეს 23:55 საათზე. 26.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-26T20:38+0400
2025-12-26T20:38+0400
2025-12-26T20:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საპროტესტო აქციები თბილისში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458303_0:150:1117:778_1920x0_80_0_0_30d0b0cbb00575f486e7fedb2ae2d1b4.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2025 წლის 27 დეკემბერს აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა.როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, დასაშვები აქციის ფორმაა შეკრება/მანიფესტაცია (მსვლელობა).როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2025 წლის 27 დეკემბერს აქციის მონაწილეებს შეკრების ადგილად განესაზღვრათ მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზთან“ (ფილარმონია) და ასევე ილია ჭავჭავაძის გამზირი №1-ში მდებარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, და აღნიშნული მისამართებიდან დაიწყება მსვლელობა პ. მელიქიშვილის, მ. კოსტავას ქუჩებისა და შოთა რუსთაველის გამზირის გავლით საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიამდე.შსს-ს განმარტებით, 2025 წლის 27 დეკემბერს აქცია უნდა დაიწყოს 18:00 საათზე, ხოლო დასრულდეს 23:55 საათზე.შეკრების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირიები არიან არჩილ გოჩიტაშვილი და ანტონ ქელბაქიანი; შეკრების თაობაზე გაფრთხილებები შსს-ში შეტანილია 2025 წლის 22 და 23 დეკემბერს.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესასრულებლად სავალდებულო მითითება:თბილისში 2024 წლის ნოემბრიდან სისტემატურად საპროტესტო აქციები იმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458303_0:118:959:837_1920x0_80_0_0_c5b8b06fcf90d60c836a5ef4c8ab808c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში
შსს 27 დეკემბრის საპროტესტო აქციის გამართვის პირობებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს
27 დეკემბერს აქცია უნდა დაიწყოს 18:00 საათზე, ხოლო დასრულდეს 23:55 საათზე.
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2025 წლის 27 დეკემბერს აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, დასაშვები აქციის ფორმაა შეკრება/მანიფესტაცია (მსვლელობა).
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2025 წლის 27 დეკემბერს აქციის მონაწილეებს შეკრების ადგილად განესაზღვრათ მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზთან“ (ფილარმონია) და ასევე ილია ჭავჭავაძის გამზირი №1-ში მდებარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, და აღნიშნული მისამართებიდან დაიწყება მსვლელობა პ. მელიქიშვილის, მ. კოსტავას ქუჩებისა და შოთა რუსთაველის გამზირის გავლით საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიამდე.
შსს-ს განმარტებით, 2025 წლის 27 დეკემბერს აქცია უნდა დაიწყოს 18:00 საათზე, ხოლო დასრულდეს 23:55 საათზე.
შეკრების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირიები არიან არჩილ გოჩიტაშვილი და ანტონ ქელბაქიანი; შეკრების თაობაზე გაფრთხილებები შსს-ში შეტანილია 2025 წლის 22 და 23 დეკემბერს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესასრულებლად სავალდებულო მითითება:
მონაწილეებმა აქცია უნდა გამართონ იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს.
შეკრება ჩატარდეს მხოლოდ ხალხის სავალ ნაწილზე (ტროტუარზე) და მანიფესტაციის მონაწილეებმა ისარგებლონ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელით და მიჰყვნენ მითითებულ სვლაგეზს.
გარდა ამისა, შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეებმა მსვლელობის დასრულების შემდეგ, პროტესტი უნდა გამოხატონ საქართველოს პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ არსებულ სივრცეში და არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.
თბილისში 2024 წლის ნოემბრიდან სისტემატურად საპროტესტო აქციები იმართება.