პირები, რომლებსაც ტრანსპორტის განბაჟების ბოლო დღე 1-4 იანვარს უწევდათ, არ დაჯარიმდებიან

© Sputnik / Levan Avlabreliშსს მომსახურების სააგენტო
შსს მომსახურების სააგენტო - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2025
გამოწერა
გამოცხადებულ უქმე დღეებში - 5 და 6 იანვარს სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული ჩვეულ რეჟიმში, 09:30 საათიდან 17:00 საათამდე იმუშავებს.
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. მომსახურების სააგენტო სტრუქტურული ერთეულები 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებენ, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით,
აღნიშნულ დღეებში მართვის უფლების გამოცდისა და სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ვადები 5-9 იანვრამდე პერიოდში გადაიწევს.
იმ პირებს, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლის 30-ე დღე 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით უწევდათ, მხოლოდ ერთი გასვლის უფლება მიეცემათ 5 იანვრიდან 9 იანვარის ჩათვლით.
იმ პირებს, რომლებსაც შენახული/დაჯავშნილი აქვთ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები და აღნიშნულ პერიოდში ეწურებათ შენახვის/დაჯავშნის დრო, ვადა გაუხანგრძლივდებათ 5 იანვრის ჩათვლით.
იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 5 იანვარი.
ის პირები, რომლებსაც ცნობის (აპოსტილი/ლეგალიზაცია) გატანა უწევთ 2026 წლის 1, 2 ან 3 იანვარს, ცნობის გატანას შეძლებენ 5 იანვარს. სხვა შემთხვევაში ცნობების დამზადების ვადა აითვლება კანონით განსაზღვრულ ვადებში.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული უქმე დღეებში (2026 წლის 5 და 6 იანვარი) ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. კერძოდ, გამოცხადებულ უქმე დღეებში - 5 და 6 იანვარს სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული 09:30 საათიდან 17:00 საათამდე იმუშავებს.
საქართველოში 1, 2 და 7 იანვარი ოფიციალური უქმე დღეებია.
ყველა ახალი ამბავი
0