https://sputnik-georgia.com/20251226/kalaze-evropistvis-korufcia-seriozul-problemad-rceba-296356707.html
კალაძე: ევროპისთვის კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება
კალაძე: ევროპისთვის კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება
Sputnik საქართველო
ევროკავშირის მხრიდან კრიტიკის მიზეზი ის მითითებები, „რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ შეასრულა“, განაცხადა კალაძემ 26.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-26T09:34+0400
2025-12-26T09:34+0400
2025-12-26T09:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
კახა კალაძე
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593931_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_88a3fd94b4345081341c1862732857a1.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. კორუფცია კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება მთელ მსოფლიოში, მათ შორის ევროპის ქვეყნებში, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ, ევროპის ანტიკორუფციული კვლევითი ცენტრის ანგარიშის შეფასებისას, რომელიც ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკების გამომწვევ მიზეზებსა და ტენდენციებს ეხებოდა.ბოლო წლებში დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ საქართველოზე ჩატარებული ყველა საერთაშორისო სტატისტიკა და კვლევა მიუთითებს, რომ ქვეყანა წინ მიიწევს, ახორციელებს რეფორმებს და სწორ ნაბიჯებს დგამს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.რაც შეეხება ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ კრიტიკის მიზეზი ის მითითებებია, „რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ შეასრულა“.„არ უნდა მივაქციოთ დიდი ყურადღება. ჩვენ ხომ ვიცით, რატომ ხდება ეს კრიტიკა და რა არის ამის მთავარი მიზეზი - ის, რომ ჩვენ არ შევასრულეთ მათი ბრძანებები, არ გავხსენით მეორე ფრონტი ქვეყანაში, არ შემოვიტანეთ ის უბედურება, რაც სამწუხაროდ, დღეს უკრაინაში ხდება“, - აღნიშნა კალაძემ.როგორც მმართველი პარტიის გენმდივანმა აღნიშნა, მეორე მიზეზი, რის გამოც საქართველოს აკრიტიკებენ, ეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარია.„ეს იქნებოდა უმძიმესი პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დავდექით მტკიცედ, მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს სჭირდებოდა. ეს პოლიტიკა გაგრძელდება მომავალშიც. ეს არის მიზეზი იმისა, რატომაც ვისმენთ კრიტიკას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო ევროპის 20 საუკეთესო ქვეყანას შორისაა. ქვეყანამ 100-დან 67 ქულა მიიღო და ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში მსოფლიო მასშტაბით 35-ე ადგილს იკავებს. კერძოდ, საქართველო ევროკავშირის ყველა წევრობის კანდიდატსა და ევროკავშირისა და ნატოს 14 წევრ სახელმწიფოზე მაღლა დგას.ხოლო ევროკავშირის მიერ ნაქები უკრაინა და მოლდოვა, ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებს შორის შესაბამისად პირველ და მესამე ადგილებს იკავებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593931_131:0:1270:854_1920x0_80_0_0_d3849f79ed2bfe1b41348c2e5f9cfe32.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, კახა კალაძე , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, კახა კალაძე , ქართული ოცნება
კალაძე: ევროპისთვის კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება
09:34 26.12.2025 (განახლებულია: 09:54 26.12.2025) ევროკავშირის მხრიდან კრიტიკის მიზეზი ის მითითებები, „რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ შეასრულა“, განაცხადა კალაძემ
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. კორუფცია კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება მთელ მსოფლიოში, მათ შორის ევროპის ქვეყნებში, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ, ევროპის ანტიკორუფციული კვლევითი ცენტრის ანგარიშის შეფასებისას, რომელიც ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკების გამომწვევ მიზეზებსა და ტენდენციებს ეხებოდა.
ბოლო წლებში დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ საქართველოზე ჩატარებული ყველა საერთაშორისო სტატისტიკა და კვლევა მიუთითებს, რომ ქვეყანა წინ მიიწევს, ახორციელებს რეფორმებს და სწორ ნაბიჯებს დგამს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„ზოგადად კორუფცია სერიოზული გამოწვევაა ყველგან, მთელ მსოფლიოში და ევროპულ ქვეყნებშიც. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ აღნიშნული მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების თვალსაზრისით კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ. ძალიან მიხარია, რომ ქვეყანა, ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით, მოწინავეა“, - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ კრიტიკის მიზეზი ის მითითებებია, „რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ შეასრულა“.
„არ უნდა მივაქციოთ დიდი ყურადღება. ჩვენ ხომ ვიცით, რატომ ხდება ეს კრიტიკა და რა არის ამის მთავარი მიზეზი - ის, რომ ჩვენ არ შევასრულეთ მათი ბრძანებები, არ გავხსენით მეორე ფრონტი ქვეყანაში, არ შემოვიტანეთ ის უბედურება, რაც სამწუხაროდ, დღეს უკრაინაში ხდება“, - აღნიშნა კალაძემ.
როგორც მმართველი პარტიის გენმდივანმა აღნიშნა, მეორე მიზეზი, რის გამოც საქართველოს აკრიტიკებენ, ეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარია.
„ეს იქნებოდა უმძიმესი პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დავდექით მტკიცედ, მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს სჭირდებოდა. ეს პოლიტიკა გაგრძელდება მომავალშიც. ეს არის მიზეზი იმისა, რატომაც ვისმენთ კრიტიკას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო ევროპის 20 საუკეთესო ქვეყანას შორისაა. ქვეყანამ 100-დან 67 ქულა მიიღო და ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში მსოფლიო მასშტაბით 35-ე ადგილს იკავებს. კერძოდ, საქართველო ევროკავშირის ყველა წევრობის კანდიდატსა და ევროკავშირისა და ნატოს 14 წევრ სახელმწიფოზე მაღლა დგას.
ხოლო ევროკავშირის მიერ ნაქები უკრაინა და მოლდოვა, ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებს შორის შესაბამისად პირველ და მესამე ადგილებს იკავებენ.