https://sputnik-georgia.com/20251226/biujetistvis-4-mln-laris-zianis-miyenebistvis-svanetsi-8-piri-daakaves-296357404.html
ბიუჯეტისთვის 4 მლნ ლარის ზიანის მიყენებისთვის სვანეთში 8 პირი დააკავეს
ბიუჯეტისთვის 4 მლნ ლარის ზიანის მიყენებისთვის სვანეთში 8 პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დაკავებულებმა 2021–2024 წლებში სვანეთიდან სხვადასხვა რეგიონში 102 მილიონი ლარის ღირებულების 130 000 კუბური მეტრი ხის მასალის ტრანსპორტირება და შემგომ... 26.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-26T12:03+0400
2025-12-26T12:03+0400
2025-12-26T12:03+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
სვანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/09/238810995_0:134:3167:1915_1920x0_80_0_0_dd6f2a76e562a2936ca1c6d4bc4a1fed.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. სვანეთში ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მოტყუებით 4 მილიონ ლარამდე ზიანის მიყენების ფაქტზე რვა პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებმა 2021–2024 წლებში სვანეთიდან სხვადასხვა რეგიონში 102 მილიონი ლარის ღირებულების 130.000 კუბური მეტრი ხის მასალის ტრანსპორტირება და შემგომ რეალიზაცია განახორციელეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი სქემა, რომლის ფარგლებში დააფუძნეს ათეულობით კომპანია, მათ შორის: შპს „ნამორა 2021“, შპს „თბილი კერა“, შპს „ოლიმპუს 1988“, შპს „რამინა 22“, შპს „ნამორა“, შპს „კუბიკი“, შპს „რანდა 2023“, შპს „ზაზა 2022“ და შპს „ევი 2022“.ხის მასალის რეალიზაციისას, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დღგ-ს დეკლარაციებში ყალბი მონაცემების მითითებით, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით — 3.926.261 ლარის ზიანი მიაყენეს.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 205¹ მუხლის მე-3 ნაწილითა და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების გამოვლენის მიზნით. ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, ხოლო გამოძიების პროცესში არ არის გამორიცხული გაიზარდოს ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა.
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/09/238810995_217:0:2948:2048_1920x0_80_0_0_94e3fd6dd31b0526e24ae00d6a2817dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, სვანეთი
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, სვანეთი
ბიუჯეტისთვის 4 მლნ ლარის ზიანის მიყენებისთვის სვანეთში 8 პირი დააკავეს
დაკავებულებმა 2021–2024 წლებში სვანეთიდან სხვადასხვა რეგიონში 102 მილიონი ლარის ღირებულების 130 000 კუბური მეტრი ხის მასალის ტრანსპორტირება და შემგომ რეალიზაცია განახორციელეს.
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. სვანეთში ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მოტყუებით 4 მილიონ ლარამდე ზიანის მიყენების ფაქტზე რვა პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებმა 2021–2024 წლებში სვანეთიდან სხვადასხვა რეგიონში 102 მილიონი ლარის ღირებულების 130.000 კუბური მეტრი ხის მასალის ტრანსპორტირება და შემგომ რეალიზაცია განახორციელეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი სქემა, რომლის ფარგლებში დააფუძნეს ათეულობით კომპანია, მათ შორის: შპს „ნამორა 2021“, შპს „თბილი კერა“, შპს „ოლიმპუს 1988“, შპს „რამინა 22“, შპს „ნამორა“, შპს „კუბიკი“, შპს „რანდა 2023“, შპს „ზაზა 2022“ და შპს „ევი 2022“.
ხის მასალის რეალიზაციისას, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დღგ-ს დეკლარაციებში ყალბი მონაცემების მითითებით, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით — 3.926.261 ლარის ზიანი მიაყენეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 205¹ მუხლის მე-3 ნაწილითა და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების გამოვლენის მიზნით. ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, ხოლო გამოძიების პროცესში არ არის გამორიცხული გაიზარდოს ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა.