ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2025
გამოწერა
მსჯავრდებული 2025 წლის დეკემბრიდან უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა.
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ძებნილი, 26 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსჯავრდებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 18 დეკემბრიდან ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით იძებნებოდა.
დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.
ყველა ახალი ამბავი
0