https://sputnik-georgia.com/20251225/800-devnil-ojaxs-saxls-seusyidian-sia-ukve-gamoqveynda-296341010.html
იძულებით გადაადგილებულ 800 ოჯახს სახლს შეუსყიდიან: სია უკვე გამოქვეყნდა
იძულებით გადაადგილებულ 800 ოჯახს სახლს შეუსყიდიან: სია უკვე გამოქვეყნდა
Sputnik საქართველო
საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება. 25.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-25T14:19+0400
2025-12-25T14:19+0400
2025-12-25T14:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1a/281686121_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_a393dc80339bc70445e2cd8b23295fcc.jpg
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 800 ოჯახს სახლს შეუსყიდის - აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება. სააგენტოს ცნობით, სახლების შესყიდვის პროგრამამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა და მიმდინარე წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია – 2025 წელს სააგენტომ სახლი 3 ათასამდე დევნილ ოჯახს შეუსყიდა. სოფლად სახლის შესყიდვის პროგრამა 2014 წლიდან ამოქმედდა და ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფომ ჯამში 13 ათასზე მეტი დევნილი ოჯახი განასახლა. პროექტის ფარგლებში, ოჯახები განსახლების ადგილსა და სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე არჩევენ. სახლების დიდ ნაწილს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებისა და დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენის შესაძლებლობას აძლევს. უწყების ცნობით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება და დევნილი ოჯახების განსახლება მომავალშიც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება. საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს დევნილი ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა. იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს. ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1a/281686121_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_8781f51f93ca9e6f47159563510ec601.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
იძულებით გადაადგილებულ 800 ოჯახს სახლს შეუსყიდიან: სია უკვე გამოქვეყნდა
საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 800 ოჯახს სახლს შეუსყიდის - აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.
სააგენტოს ცნობით, სახლების შესყიდვის პროგრამამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა და მიმდინარე წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია – 2025 წელს სააგენტომ სახლი 3 ათასამდე დევნილ ოჯახს შეუსყიდა.
სოფლად სახლის შესყიდვის პროგრამა 2014 წლიდან ამოქმედდა და ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფომ ჯამში 13 ათასზე მეტი დევნილი ოჯახი განასახლა.
პროექტის ფარგლებში, ოჯახები განსახლების ადგილსა და სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე არჩევენ. სახლების დიდ ნაწილს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებისა და დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენის შესაძლებლობას აძლევს.
უწყების ცნობით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება და დევნილი ოჯახების განსახლება მომავალშიც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.
საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს დევნილი ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა.
იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.