მცირე ბიზნესის მხარდაჭერა: თბილისის მერია მეწარმეებს დააფინანსებს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2025
გამოწერა
ადგილობრივი წარმოების გაძლიერება დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია, განაცხადა თბილისის მერმა
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერია მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში 46 ბიზნეს-სუბიექტს დააფინანსებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
პროექტის დაფინანსებაზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
„თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 ათასი ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში,523 ათას ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნეს-სუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია”, - აღნიშნა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, მსგავსი პროექტების დაფინანსება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება - უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით.
თბილისის მერიამ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა მიმდინარე წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც დაფინანსებას იღებენ ის მოქმედი მეწარმე იურიდიული ან ფიზიკური პირები , რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 500 ათას ლარს.
მერიამ პროგრამაზე განაცხადების მიღება 30 ივლისს გამოაცხადა. პროგრამა გულისხმობს ახალი შესაძლებლობების შექმნას იმ მეწარმე სუბიექტებისთვის, რომელთაც მანამდე არ ჰქონდათ საკმარისი ფინანსური რესურსი საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0