სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს

© photo: Sputnikსუს-ის შენობა
სუს-ის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2025
გამოწერა
პრემიერმა სურსათზე მაღალი ფასების საკითხის სიღრმისეული შესწავლისკენ მოუწოდა სამართალდამცავ უწყებებს, რადგანაც მისი თქმით, სასურსათო მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ია, რაც, შესაძლოა, კარტელური გარიგების არსებობაზე მიუთითებდეს.
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს, განაცხადა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილე ლაშა მაღრაძემ.
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ხელისუფლებამ სასურსათო პროდუქტებზე ფასები შეისწავლოს. მან თხოვნით მიმართა პარლამენტს, რათა ქართულ ქსელურ მარკეტებში მაღალი ფასების საკითხის შესასწავლად შექმნას საპარლამენტო კომისია. პრემიერმა საკითხის სიღრმისეული შესწავლისკენ მოუწოდა სამართალდამცავ უწყებებსაც, რადგანაც მისი თქმით, სასურსათო მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ია, რაც, შესაძლოა, კარტელური გარიგების არსებობაზე მიუთითებდეს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იწყებს საკითხის დეტალურ შესწავლას და შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ ისეთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას”, - განაცხადა მაღრაძემ.
პრემიერმა დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი. მისი თქმით, მოგების მაღალი მარჟის პირობებში კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ, რაც პროდუქტის ფასებზე ისახება.
მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ფასების ზრდა განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით - ე.წ. ქსელის ქეშბექი, დისტრიბუტორებისთვის ან მწარმოებლებისთვის თანხის გადახდის დაგვიანება, მაღაზიების სიმრავლე და ახალი მაღაზიის გახსნის ხარჯის ასახვა ფასში და ა.შ. ამასთან, კობახიძის თქმით, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები, შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ, რასაც, ბუნებრივია, დამატებითი ანალიზი ესაჭიროება.
ირაკლი კობახიძეს დღესვე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და განაცხადა, რომ საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას და დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას
ყველა ახალი ამბავი
0