https://sputnik-georgia.com/20251224/signagshi-mamakacma-mzevlad-sakutari-bebia-aikvana-296327850.html
სიღნაღში მამაკაცმა საკუთარი ბებია მძევლად აიყვანა
სიღნაღში მამაკაცმა საკუთარი ბებია მძევლად აიყვანა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 14-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 24.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-24T14:00+0400
2025-12-24T14:00+0400
2025-12-24T14:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_1f7329e7b8d9bfd40549f012c3e7f449.jpg
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა სიღნაღში ოჯახის წევრის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით 32 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მძევლად აიყვანა საკუთარი ბებია, 75 წლის ქალი და მისი ყოფილი მეუღლის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბებიის სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული ადგილზე დააკავეს. უწყების ცნობით, ქალის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 144-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_226:0:2451:1669_1920x0_80_0_0_5c73595020d1f8927d1c673e0ccee89d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
სიღნაღში მამაკაცმა საკუთარი ბებია მძევლად აიყვანა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 14-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა სიღნაღში ოჯახის წევრის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით 32 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მძევლად აიყვანა საკუთარი ბებია, 75 წლის ქალი და მისი ყოფილი მეუღლის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბებიის სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული ადგილზე დააკავეს. უწყების ცნობით, ქალის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 144-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.