https://sputnik-georgia.com/20251224/riteilerebi-mzad-arian-sursatze-pasebis-ganxilvaze-296337248.html
რითეილერები მზად არიან სურსათზე ფასების განხილვაზე
რითეილერები მზად არიან სურსათზე ფასების განხილვაზე
Sputnik საქართველო
პრემიერ-მინისტრ კობახიძის კრიტიკის შემდეგ, სასურსათო ქსელური მარკეტების წარმომადგენლებმა მთავრობასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. 24.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-24T22:15+0400
2025-12-24T22:15+0400
2025-12-24T22:15+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს ბიზნესგარემო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060385_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_fb54b4930a92fb396a31d48f7ca395f6.jpg
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. რითეილ-ასოციაცია და სასურსათო ქსელური მარკეტების უმეტესობა სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, პრემიერ-მინისტრთან პირდაპირი დიალოგის გზით დეტალურად განიხილოს საქართველოში ფასების ფორმირების საკითხები, ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში, რომელიც საქართველოში არსებულ ქსელურ მაღაზიებს აერთიანებს.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოში სურსათზე მაღალი ფასების გამო და ფასწარმოქმნის საკითხის შესასწავლად პარლამენტში სპეციალური კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. პრემიერმა საკითხის სიღრმისეული შესწავლისკენ მოუწოდა სამართალდამცავ უწყებებსაც, რადგანაც მისი თქმით, სასურსათო მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ია, რაც, შესაძლოა, კარტელური გარიგების არსებობაზე მიუთითებდეს. თავის მხრიც, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა გადაწყვეტილება მომავალი წლის თებერვალში საკანონმდებლო ორგანოში სპეციალური კომისიის შექმნის თაობაზე.მთავრობასა და სახელმწიფოს შორის ღია თანამშრომლობის პირობებში შესაძლებელია დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ითვალისწინებს როგორც ეკონომიკურ რეალობას, ასევე სოციალურ პასუხისმგებლობას.„ასოციაცია მზადაა აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში და თავისი გამოცდილებითა და მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზით წვლილი შეიტანოს მომხმარებელთა და ბიზნესის კეთილდღეობაში“, - ნათქვამია განცხადებაში.ამასთან, ქსელური მარკეტები აღნიშნავენ, რომ მათ არაერთხელ ისაუბრეს თავიანთ პრობლემებსა და იმასთან დაკავშირებით თუ როგორ აისახება ისინი ფასებზე.„ასოციაციამ არაერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ), საბანკო საკომისიოები და რეგულაციებიდან გამომდინარე გაზრდილი ხარჯები, რაც საბოლოოდ პირდაპირ გავლენას ახდენს მომხმარებელზე“, - აღნიშნეს ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებმა.ამასთან, მათ აღნიშნეს საკუთარი საქმიანობის სრული გამჭვირვალობა.„სექტორი მკაცრი ფინანსური დისციპლინის პირობებში მოქმედებს - ფინანსური ანგარიშგებები საჯაროდ ხელმისაწვდომია და კომპანიები ვალდებული არიან ჩაატარონ ფინანსური აუდიტი, რაც უზრუნველყოფს მონაცემების სიზუსტესა და სანდოობას, რასაც ადასტურებს ბოლოდროინდელ კვლევებზე დაფუძნებული სიღრმისეული და კომპეტენტური ანალიზი“, - ნათქვამია განცხადებაში.რითეილ-ასოციაციაში შედიან ქსელები: „კარფური", „დეილი", „მაგნიტი", „ზღაპარი", „სმარტი", „გუდვილი", „ნიკორა", „სპარი", „აგროჰაბი", „გალფ სთორი" და უნივერსამი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060385_182:0:1894:1284_1920x0_80_0_0_47c945c0a2b737851f981e3e7c7a58f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები
რითეილერები მზად არიან სურსათზე ფასების განხილვაზე
პრემიერ-მინისტრ კობახიძის კრიტიკის შემდეგ, სასურსათო ქსელური მარკეტების წარმომადგენლებმა მთავრობასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. რითეილ-ასოციაცია და სასურსათო ქსელური მარკეტების უმეტესობა სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, პრემიერ-მინისტრთან პირდაპირი დიალოგის გზით დეტალურად განიხილოს საქართველოში ფასების ფორმირების საკითხები, ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში, რომელიც საქართველოში არსებულ ქსელურ მაღაზიებს აერთიანებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოში სურსათზე მაღალი ფასების გამო და ფასწარმოქმნის საკითხის შესასწავლად პარლამენტში სპეციალური კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. პრემიერმა საკითხის სიღრმისეული შესწავლისკენ მოუწოდა სამართალდამცავ უწყებებსაც, რადგანაც მისი თქმით, სასურსათო მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ია, რაც, შესაძლოა, კარტელური გარიგების არსებობაზე მიუთითებდეს. თავის მხრიც, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა გადაწყვეტილება მომავალი წლის თებერვალში საკანონმდებლო ორგანოში სპეციალური კომისიის შექმნის თაობაზე.
„ასოციაცია და მისი წევრები გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას, პრემიერ-მინისტრთან პირდაპირი დიალოგის ფარგლებში დეტალურად განიხილონ ყველა მაჩვენებელი, მათ შორის მათი წარმომავლობა, სტრუქტურა და ფინანსურ მაჩვენებლებზე მოქმედი ობიექტური ფაქტორები“, - ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობასა და სახელმწიფოს შორის ღია თანამშრომლობის პირობებში შესაძლებელია დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ითვალისწინებს როგორც ეკონომიკურ რეალობას, ასევე სოციალურ პასუხისმგებლობას.
„ასოციაცია მზადაა აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში და თავისი გამოცდილებითა და მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზით წვლილი შეიტანოს მომხმარებელთა და ბიზნესის კეთილდღეობაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ქსელური მარკეტები აღნიშნავენ, რომ მათ არაერთხელ ისაუბრეს თავიანთ პრობლემებსა და იმასთან დაკავშირებით თუ როგორ აისახება ისინი ფასებზე.
„ასოციაციამ არაერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ), საბანკო საკომისიოები და რეგულაციებიდან გამომდინარე გაზრდილი ხარჯები, რაც საბოლოოდ პირდაპირ გავლენას ახდენს მომხმარებელზე“, - აღნიშნეს ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებმა.
ამასთან, მათ აღნიშნეს საკუთარი საქმიანობის სრული გამჭვირვალობა.
„სექტორი მკაცრი ფინანსური დისციპლინის პირობებში მოქმედებს - ფინანსური ანგარიშგებები საჯაროდ ხელმისაწვდომია და კომპანიები ვალდებული არიან ჩაატარონ ფინანსური აუდიტი, რაც უზრუნველყოფს მონაცემების სიზუსტესა და სანდოობას, რასაც ადასტურებს ბოლოდროინდელ კვლევებზე დაფუძნებული სიღრმისეული და კომპეტენტური ანალიზი“, - ნათქვამია განცხადებაში.
რითეილ-ასოციაციაში შედიან ქსელები: „კარფური", „დეილი", „მაგნიტი", „ზღაპარი", „სმარტი", „გუდვილი", „ნიკორა", „სპარი", „აგროჰაბი", „გალფ სთორი" და უნივერსამი.