მარნეულში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2025
გამოწერა
დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა მარნეულში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 68 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა მარნეულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საკუთარი ავტომობილით შეეჯახა გაჩერებულ ავტომანქანას, რაც მძღოლებს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდა.
ბრალდებულმა მომხდარი დაპირისპირების დროს 54 წლის მამაკაცს ბასრი საგნით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0