გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

© State Security Service of Georgiaგრიგოლ ლილუაშვილი
გრიგოლ ლილუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2025
გამოწერა
გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს.
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. დღევანდელი სასამართლო სხდომა ბრალდების მხარის შუამდგომლობით დაიხურა - პროცესს ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილი არ ესწრებოდა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 თებერვალს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ოთხ ეპიზოდში ედება, მათ შორის ქრთამის აღებასა და ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობაში. ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას 2019-2025 წლებში იკავებდა. მან თანამდებობა 2025 წლის აპრილში, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვა.
ყველა ახალი ამბავი
0