თბილისის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2025
გამოწერა
დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, მომავალ წელს პრიორიტეტული მიმართულებები კვლავ ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა იქნება.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბიუჯეტის მთავარი პარამეტრები სხდომაზე თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ წარადგინა.
დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რაც წინა წლის ბიუჯეტს 210 210 700 ლარით აღემატება.
ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირად არის გადანაწილებული: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები, სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.
რას მოხმარდება თანხები
რაც შეეხება პრიორიტეტულ მიმართულებებს, დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, მომავალ წელს პრიორიტეტული მიმართულებები კვლავ ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა იქნება. კერძოდ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 572 920 000 ლარი და იგი 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობის 26%-ს შეადგენს.
რაც შეეხება სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას, ამ მხრივ დაგეგმილია 601 712 500 ლარის დახარჯვა, რაც 2025 წელთან შედარებით 67 859 100 ლარით მეტია. სოციალური და ჯანდაცვის ხარჯები ბიუჯეტის 27%-ს შეადგენს.
გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 168 000 000 ლარის დონორული დაფინანსება.
მომავალ წელს იწყება და გრძელდება ბევრი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, მათ შორის: ტრამვაის ხაზის პროექტირება და მშენებლობა; სამგორი–ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა; რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია; ახალი ხიდების მშენებლობა და არსებული ინფრასტრუქტურის განახლება; სპორტული კომპლექსებისა და რეკრეაციული სივრცეების განვითარება; სკვერებისა და პარკების მოწყობა/რეაბილიტაცია; ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების გაუმჯობესება.
ბიუჯეტში მნიშვნელოვანი წილი უკავია რაიონული გამგეობების დაფინანსების ნაწილსაც. კერძოდ, ამ მიმართულებით გამოიყოფა 298 933 900 ლარი, რაც 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 24 095 100 ლარით მეტია.
ყველა ახალი ამბავი
0