https://sputnik-georgia.com/20251223/premierma-briuselis-politikas-orpiri-qaris-politika-uwoda-296317714.html
ევროკავშირი და საქართველო: პრემიერმა ბრიუსელის პოლიტიკას „ორპირი ქარის პოლიტიკა" უწოდა
ევროკავშირი და საქართველო: პრემიერმა ბრიუსელის პოლიტიკას „ორპირი ქარის პოლიტიკა" უწოდა
Sputnik საქართველო
როგორც კობახიძემ აღნიშნა, 2022 წლის ივნისში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი რომ მიეცათ, გაეხსნათ მოლაპარაკებები, ევროკავშირსა და საქართველოს შორის... 23.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-23T17:39+0400
2025-12-23T17:39+0400
2025-12-23T17:39+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713807_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_91a926123ecb1cbe7e82d6b4fe2bdaa0.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირი 2022 წლიდან ევროინტეგრაციის საკითხს შანტაჟის ინსტრუმენტად იყენებს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარმა კი ქვეყნის ევროკავშირთან ურთიერთობებში კრიზისი გამოიწვია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.2022 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადი შეიტანა. იმავე წლის ივნისში საქართველოს „ევროპული პერსპექტივა“ მიენიჭა. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო ყველა კრიტერიუმით ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას. საქართველომ სტატუსი მხოლოდ 2023 წლის დეკემბერში მიიღო.მისი თქმით, 2022 წლის ივნისის უსამართლო გადაწყვეტილებები, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა, აუხსნელი რჩება.როგორც კობახიძემ აღნიშნა, მაშინ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი რომ მიეცათ, გაეხსნათ მოლაპარაკებები, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ნორმალურად და ღიად განვითარდებოდა, რადგანაც საქართველომ სრული მზადყოფნა გამოხატა დიალოგისთვის.თუმცა, პრემიერის თქმით, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ნატოს „ღია კარის პოლიტიკა“ სინამდვილეში იყო „ორპირი ქარის პოლიტიკა" და იგივე მოხდა ევროკავშირთან დაკავშირებითაც.კობახიძემ ასევე გაიხსენა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სიტყვები, როდესაც მას უთხრეს, რომ ნატოს „კარი ღიაა", მისი პასუხი იყო – „ნამეტანი დიდხანს ნუ დაგვაყენებთ ღია კარში, იმიტომ, რომ ორპირ ქარში გაციება იცისო”.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება ამ პირობებს არარეალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713807_103:0:2771:2001_1920x0_80_0_0_7ab40c350e2d936378bdf88cda80613e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
ევროკავშირი და საქართველო: პრემიერმა ბრიუსელის პოლიტიკას „ორპირი ქარის პოლიტიკა" უწოდა
როგორც კობახიძემ აღნიშნა, 2022 წლის ივნისში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი რომ მიეცათ, გაეხსნათ მოლაპარაკებები, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ნორმალურად და ღიად განვითარდებოდა
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირი 2022 წლიდან ევროინტეგრაციის საკითხს შანტაჟის ინსტრუმენტად იყენებს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარმა კი ქვეყნის ევროკავშირთან ურთიერთობებში კრიზისი გამოიწვია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
2022 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადი შეიტანა. იმავე წლის ივნისში საქართველოს „ევროპული პერსპექტივა“ მიენიჭა. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო ყველა კრიტერიუმით ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას. საქართველომ სტატუსი მხოლოდ 2023 წლის დეკემბერში მიიღო.
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კრიზისულ მდგომარეობაშია და ამას ერთი მარტივი მიზეზი აქვს: 2022 წლის მარტიდან დღემდე, ევროინტეგრაციის საკითხი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენებოდა“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, 2022 წლის ივნისის უსამართლო გადაწყვეტილებები, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა, აუხსნელი რჩება.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მაშინ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი რომ მიეცათ, გაეხსნათ მოლაპარაკებები, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ნორმალურად და ღიად განვითარდებოდა, რადგანაც საქართველომ სრული მზადყოფნა გამოხატა დიალოგისთვის.
თუმცა, პრემიერის თქმით, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ნატოს „ღია კარის პოლიტიკა“ სინამდვილეში იყო „ორპირი ქარის პოლიტიკა" და იგივე მოხდა ევროკავშირთან დაკავშირებითაც.
კობახიძემ ასევე გაიხსენა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სიტყვები, როდესაც მას უთხრეს, რომ ნატოს „კარი ღიაა", მისი პასუხი იყო – „ნამეტანი დიდხანს ნუ დაგვაყენებთ ღია კარში, იმიტომ, რომ ორპირ ქარში გაციება იცისო”.
„აღმოჩნდა, რომ ეს ყოფილა არა ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, არამედ ეს ყოფილა ორპირი ქარის პოლიტიკა, სადაც ევროინტეგრაციის საკითხი გამოიყენებოდა მხოლოდ როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ. ყველაფერში ვასწრებთ უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას, კანდიდატ ქვეყნებს, მაგრამ არის განსხვავებული დამოკიდებულება“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება ამ პირობებს არარეალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.