https://sputnik-georgia.com/20251223/papuashvili-uvizo-rejimis-shecherebaze-296320642.html
ეს არასერიოზულია: პარლამენტის თავმჯდომარე უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე
ეს არასერიოზულია: პარლამენტის თავმჯდომარე უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე
Sputnik საქართველო
პაპუაშვილის თქმით, როდესაც უვიზო მიმოსვლას საჩუქრად და ვიზას წყევლად განიხილავ, ეს, პირველ რიგში, იმაზე მეტყველებს, თუ როგორი თვითშეფასება აქვს ევროკავშირს 23.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-23T20:00+0400
2025-12-23T20:00+0400
2025-12-23T20:00+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ევროკომისია
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/06/281992957_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_e0174eddb3e00e9ac204a986fac9afe5.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე საუბარი არასერიოზულია, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.ევროკომისია გეგმავს განიხილოს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი ქვეყნის მიერ დემოკრატიული პრინციპების დარღვევისა და ევროკავშირის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო. პირველ ეტაპზე ვიზების შეჩერება, შესაძლოა, შეეხოს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს.ამასთან, პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ „ვიზის აღებაში არაფერი საგანგაშო არაა"„ეს არის მთელი პრობლემა, რომ ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს, როგორც წყევლას. თითქოს რაღაც წყევლა უნდა იყოს ვიზის აღება. ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ირლანდიისგან, ბრიტანეთისგან, აშშ-გან თუ რა ხდება?! არის ვიზის საჭიროება - ავიღებთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ვისაც სჭირდება, რომელიმე ქვეყანაში წასვლა, ვისაც აქვს ამის საფუძველი, არავისთვის პრობლემა არ ყოფილა ვიზის აღება.„როდესაც უვიზო მიმოსვლას საჩუქრად და ვიზას წყევლად განიხილავ, ეს, პირველ რიგში, იმაზე მეტყველებს, თუ როგორი თვითშეფასება აქვს ევროკავშირს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. ევროკომისიის არგუმენტებიევროკავშირის მთავარი პრეტენზია საქართველოს მიმართ არის ის, რომ იგი კვლავაც განაგრძობს სავიზო პოლიტიკის გატარებას, რომელიც მნიშვნელოვნად განსახვავდება ევროკავშირის კანონმდებლობისგან.საუბარია 17 ქვეყნის მოქალაქეების შესვლაზე, რომლებსაც ვიზა სჭირდებათ როგორც ევროკავშირში, ისე საქართველოში მხოლოდ სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ერთ-ერთი ქვეყნის მიერ გაცემული ვიზის ან ბინადრობის ნებართვის საფუძველზე. ევროკომისია მოითხოვს ამ პრაქტიკის დაუყოვნებლივ დასრულებას.ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ არამარტო ვერ შეძლო კორუფციასთან ბრძოლის რეკომენდაციების სათანადოდ განხორციელება, არამედ უკან დაიხია და ამ სფეროში ადრე განხორციელებული ზოგიერთი რეფორმა გააუქმა.ევროკომისიის დასკვნის თანახმად, საქართველომ დაარღვია ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დროს აღებული მრავალი ვალდებულება და უკან დაიხია 2024-2025 წლებში, მათ შორის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით.მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა, შესწორებების ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლებამ ამ ზომების ღიად დაცვა დაიწყო ეროვნული სუვერენიტეტის წამოწევით და უგულებელყო ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დროს აღებული ვალდებულებები.უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვისბოლო წლებში საქართველოსთვის ამ პრივილეგიის შესაძლო გაუქმების საკითხი რამდენჯერმე წამოიჭრა. მიზეზები სხვადასხვა იყო, მათ შორის მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეგულაციების გამკაცრების მოთხოვნები და თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობა.ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით პირველი გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 27 იანვარს მიიღო, რომლითაც უვიზო მიმოსვლა შეჩერდა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის.გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოში 2024 წელს მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების საპასუხოდ. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს კანონები ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.თუმცა, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს ევროკავშირში მოგზაურობა ჩვეულებრივი პასპორტებით შეუძლიათ.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/06/281992957_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_dcd32d8ad4f2190fd86c27c3c2dc9a99.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროკომისია, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროკომისია, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
ეს არასერიოზულია: პარლამენტის თავმჯდომარე უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე
პაპუაშვილის თქმით, როდესაც უვიზო მიმოსვლას საჩუქრად და ვიზას წყევლად განიხილავ, ეს, პირველ რიგში, იმაზე მეტყველებს, თუ როგორი თვითშეფასება აქვს ევროკავშირს
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე საუბარი არასერიოზულია, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ევროკომისია გეგმავს განიხილოს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი ქვეყნის მიერ დემოკრატიული პრინციპების დარღვევისა და ევროკავშირის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო. პირველ ეტაპზე ვიზების შეჩერება, შესაძლოა, შეეხოს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს.
„გულწრფელად რომ ვთქვა, ის, რასაც უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ვისმენთ, ცოტა არასერიოზულია. მთავარი საფრთხე დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაა. ჩვენ ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ იქნა მიღებული და უკვე შეჩერებულია. დიპლომატიური პასპორტების მფლობელები ვიზებს იღებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ „ვიზის აღებაში არაფერი საგანგაშო არაა"
„ეს არის მთელი პრობლემა, რომ ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს, როგორც წყევლას. თითქოს რაღაც წყევლა უნდა იყოს ვიზის აღება. ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ირლანდიისგან, ბრიტანეთისგან, აშშ-გან თუ რა ხდება?! არის ვიზის საჭიროება - ავიღებთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ვისაც სჭირდება, რომელიმე ქვეყანაში წასვლა, ვისაც აქვს ამის საფუძველი, არავისთვის პრობლემა არ ყოფილა ვიზის აღება.
„როდესაც უვიზო მიმოსვლას საჩუქრად და ვიზას წყევლად განიხილავ, ეს, პირველ რიგში, იმაზე მეტყველებს, თუ როგორი თვითშეფასება აქვს ევროკავშირს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ევროკავშირის მთავარი პრეტენზია საქართველოს მიმართ არის ის, რომ იგი კვლავაც განაგრძობს სავიზო პოლიტიკის გატარებას, რომელიც მნიშვნელოვნად განსახვავდება ევროკავშირის კანონმდებლობისგან.
საუბარია 17 ქვეყნის მოქალაქეების შესვლაზე, რომლებსაც ვიზა სჭირდებათ როგორც ევროკავშირში, ისე საქართველოში მხოლოდ სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ერთ-ერთი ქვეყნის მიერ გაცემული ვიზის ან ბინადრობის ნებართვის საფუძველზე. ევროკომისია მოითხოვს ამ პრაქტიკის დაუყოვნებლივ დასრულებას.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ არამარტო ვერ შეძლო კორუფციასთან ბრძოლის რეკომენდაციების სათანადოდ განხორციელება, არამედ უკან დაიხია და ამ სფეროში ადრე განხორციელებული ზოგიერთი რეფორმა გააუქმა.
ევროკომისიის დასკვნის თანახმად, საქართველომ დაარღვია ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დროს აღებული მრავალი ვალდებულება და უკან დაიხია 2024-2025 წლებში, მათ შორის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით.
მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა, შესწორებების ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლებამ ამ ზომების ღიად დაცვა დაიწყო ეროვნული სუვერენიტეტის წამოწევით და უგულებელყო ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დროს აღებული ვალდებულებები.
უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის
ბოლო წლებში საქართველოსთვის ამ პრივილეგიის შესაძლო გაუქმების საკითხი რამდენჯერმე წამოიჭრა. მიზეზები სხვადასხვა იყო, მათ შორის მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეგულაციების გამკაცრების მოთხოვნები და თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობა.
ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით პირველი გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 27 იანვარს მიიღო, რომლითაც უვიზო მიმოსვლა შეჩერდა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის.
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოში 2024 წელს მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების საპასუხოდ. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს კანონები ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.
თუმცა, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს ევროკავშირში მოგზაურობა ჩვეულებრივი პასპორტებით შეუძლიათ.