https://sputnik-georgia.com/20251222/sharmanashvili-evrokavshiris-angarishze-296302280.html
მიკერძოებული ევროკავშირი: პარლამენტის წევრი ევროკავშირის ანგარიშზე
მიკერძოებული ევროკავშირი: პარლამენტის წევრი ევროკავშირის ანგარიშზე
Sputnik საქართველო
პარლამენტის დეპუტატი ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშს მიკერძოებულად და დაუსაბუთებლად მიიჩნევს. 22.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-22T18:37+0400
2025-12-22T18:37+0400
2025-12-22T18:37+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/13/292573155_0:0:821:463_1920x0_80_0_0_83fe77d4635b5872ecf13f2019e681e2.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში არის ბრიუსელის მიკერძოებულობის დემონსტრირება, დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა და ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე მცდარი ინფორმაციის დამკვიდრების შესაძლებლობა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა. გასულ კვირას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც შეიცავდა დასკვნებს გაფართოების შესახებ. მასში ნათქვამია, რომ „საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისადმი“. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭომ უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ანალოგიური დოკუმენტებიდან კორუფციისა და ადამიანის უფლებების შესახებ დებულებები ამოიღო.დეპუტატის თქმით, ეს მიდგომა ქვეყნებს არ აძლევს საშუალებას, უპასუხონ პრეტენზიებს და აღნიშნა, რომ მხოლოდ სხვადასხვა კვლევების შედარებით შეიძლება სრული და ობიექტური სურათის მიღება. როგორც მან აღნიშნა, საქართველო თანმიმდევრულად ასრულებს ვიზალიბერალიზაციის ყველა მოთხოვნას და ყოველწლიური მონიტორინგი ადასტურებს დადებით ტენდენციებს. თუმცა, მისი თქმით, ევროკავშირმა დაიწყო დამატებითი პირობების დაწესება, რასაც ის ქვეყანაზე ზეწოლად აფასებს. შარმანაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო დაიცავს თავის კონსტიტუციას, კანონებსა და ეროვნულ ინტერესებს და არ დაუშვებს, რომ ხალხი გამოყენებულ იქნას უცხოური გეგმების განსახორციელებლად. ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ 19 დეკემბერს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკომისია აპირებს განიხილოს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი ქვეყნის მიერ დემოკრატიული პრინციპების დარღვევისა და ევროკავშირის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო. კერძოდ, ევროკავშირის უკმაყოფილებას იწვვევს იყო როგორც საქართველოს მიერ მიღებული კანონები, რომლებიც, ევროპის აზრით, არღვევს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე გარკვეული ქვეყნების მიმართ ლიბერალური სავიზო პოლიტიკით. ამგვარად, ევროკომისიის აზრით ინდოეთიდან და უფრო მცირე მასშტაბით, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან მოქალაქეების მნიშვნელოვანი შემოდინება საქართველოში შეშფოთებას იწვევს ევროკავშირში პოტენციური არალეგალური მიგრაციის თაობაზე.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება ამ პირობებს არარეალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/13/292573155_23:0:747:543_1920x0_80_0_0_8783534ac4ad018d846ce019e1fe68e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
მიკერძოებული ევროკავშირი: პარლამენტის წევრი ევროკავშირის ანგარიშზე
პარლამენტის დეპუტატი ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშს მიკერძოებულად და დაუსაბუთებლად მიიჩნევს.
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში არის ბრიუსელის მიკერძოებულობის დემონსტრირება, დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა და ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე მცდარი ინფორმაციის დამკვიდრების შესაძლებლობა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.
გასულ კვირას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც შეიცავდა დასკვნებს გაფართოების შესახებ. მასში ნათქვამია, რომ „საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისადმი“. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭომ უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ანალოგიური დოკუმენტებიდან კორუფციისა და ადამიანის უფლებების შესახებ დებულებები ამოიღო.
„ანგარიშიდან საერთოდ ამოიღეს ის თავები, სადაც კატასტროფული ვითარებაა. ეს არის მიდგომა, რა დროსაც ტყუილს დაამკვიდრებენ ნებისმიერი მეთოდოლოგიით და პასუხს ვერავინ მოსთხოვთ. ეს არის ნებისმიერი დემოკრატიული პრინციპის სრული იგნორირება“– განაცხადა შარმანაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ეს მიდგომა ქვეყნებს არ აძლევს საშუალებას, უპასუხონ პრეტენზიებს და აღნიშნა, რომ მხოლოდ სხვადასხვა კვლევების შედარებით შეიძლება სრული და ობიექტური სურათის მიღება.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო თანმიმდევრულად ასრულებს ვიზალიბერალიზაციის ყველა მოთხოვნას და ყოველწლიური მონიტორინგი ადასტურებს დადებით ტენდენციებს. თუმცა, მისი თქმით, ევროკავშირმა დაიწყო დამატებითი პირობების დაწესება, რასაც ის ქვეყანაზე ზეწოლად აფასებს.
შარმანაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო დაიცავს თავის კონსტიტუციას, კანონებსა და ეროვნულ ინტერესებს და არ დაუშვებს, რომ ხალხი გამოყენებულ იქნას უცხოური გეგმების განსახორციელებლად.
„ევრობიუროკრატია ამას იმის გამო აკეთებს, რომ თავის ჭკუაზე გვატაროს იმ მიმართულებით, რომ მათი გეგმები შევასრულოთ. პირველ რიგში, რუსეთთან იმ დონის კონფრონტაცია გავაჩაღოთ, რომელიც აუცილებლად სამხედრო კონფრონტაციამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ 19 დეკემბერს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკომისია აპირებს განიხილოს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი ქვეყნის მიერ დემოკრატიული პრინციპების დარღვევისა და ევროკავშირის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო.
„საქართველო აგრძელებს იმ კრიტერიუმების დარღვევას, რაც ევროკავშირის მიერ მინიჭებულ უვიზო რეჟიმს უდევს საფუძვლად. ამ მოვლენების ჭრილში უნდა მოხდეს შესაბამისი ზომების განხილვა ვიზების მოქმედების შეჩერების მექანიზმის ფარგლებში“, - ნათქვამია დოკუმენტში.
კერძოდ, ევროკავშირის უკმაყოფილებას იწვვევს იყო როგორც საქართველოს მიერ მიღებული კანონები, რომლებიც, ევროპის აზრით, არღვევს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე გარკვეული ქვეყნების მიმართ ლიბერალური სავიზო პოლიტიკით.
ამგვარად, ევროკომისიის აზრით ინდოეთიდან და უფრო მცირე მასშტაბით, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან მოქალაქეების მნიშვნელოვანი შემოდინება საქართველოში შეშფოთებას იწვევს ევროკავშირში პოტენციური არალეგალური მიგრაციის თაობაზე.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება ამ პირობებს არარეალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.