https://sputnik-georgia.com/20251222/qadagishvilma-gapartoebis-shesaxeb-angarishi-gaakritika-296299458.html
ევროკავშირი ფაქტებით მანიპულირებს: საქართველოში გაფართოების შესახებ ანგარიში გააკრიტიკეს
ევროკავშირი ფაქტებით მანიპულირებს: საქართველოში გაფართოების შესახებ ანგარიში გააკრიტიკეს
Sputnik საქართველო
დეპუტატმა ქადაგიშვილმა ევროკავშირის ორმაგ სტანდარტებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ორგანიზაციისა და მისი იდეის მიმართ ნდობას ძირს უთხრის. 22.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-22T15:00+0400
2025-12-22T15:00+0400
2025-12-22T15:00+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24352/58/243525845_0:229:3233:2048_1920x0_80_0_0_c5a47ccc0bf80bbe281fada5a3ac0054.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირი ხშირად შერჩევით მოქმედებს და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მანიპულირებს თავის მიდგომებით, რითაც ძირს უთხრის და აუფასურებს ევროკავშირის იდეას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.გასულ კვირას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც შეიცავდა დასკვნებს გაფართოების შესახებ. მასში ნათქვამია, რომ „საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისადმი“. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭომ უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ანალოგიური დოკუმენტებიდან კორუფციისა და ადამიანის უფლებების შესახებ დებულებები ამოიღო.პარლამენტის წევრების მოსაზრებით, ევროკომისიის მიზანი ფაქტების ობიექტურად შეფასება კი არა, დოკუმენტის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენებაა, განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.„მოსახლეობა კარგად იცნობს ამ ქვეყნებში არსებულ ვითარებას, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ისე კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, თუმცა დოკუმენტში ამ ასპექტებზე ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები, რაც აშკარად ადასტურებს მის მიკერძოებას“, - ხაზგასმით აღნიშნა მახაშვილმა.საბჭომ აღნიშნა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების რეკომენდაციების შეუსრულებლობა და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა „უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკის გამოყენება ევროკავშირის, ევროკავშირის ელჩებისა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ“.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება ამ პირობებს არარეალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24352/58/243525845_756:191:3233:2048_1920x0_80_0_0_4a1cc8cf82741c7436b0ea53010b1105.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
ევროკავშირი ფაქტებით მანიპულირებს: საქართველოში გაფართოების შესახებ ანგარიში გააკრიტიკეს
დეპუტატმა ქადაგიშვილმა ევროკავშირის ორმაგ სტანდარტებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ორგანიზაციისა და მისი იდეის მიმართ ნდობას ძირს უთხრის.
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირი ხშირად შერჩევით მოქმედებს და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მანიპულირებს თავის მიდგომებით, რითაც ძირს უთხრის და აუფასურებს ევროკავშირის იდეას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
გასულ კვირას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც შეიცავდა დასკვნებს გაფართოების შესახებ. მასში ნათქვამია, რომ „საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისადმი“. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭომ უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ანალოგიური დოკუმენტებიდან კორუფციისა და ადამიანის უფლებების შესახებ დებულებები ამოიღო.
„საქმე გვაქვს კონკრეტულად იმასთან, თუ როგორ მანიპულირებენ, იმისდა მიხედვით, თუ რა აწყობთ. ამიტომაც ვამბობთ, რომ ხშირ შემთხვევაში ევროკავშირი ასეთი მიდგომებით, ასეთი დამოკიდებულებით, თვითონ ევროკავშირის იდეას აუფასურებს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
პარლამენტის წევრების მოსაზრებით, ევროკომისიის მიზანი ფაქტების ობიექტურად შეფასება კი არა, დოკუმენტის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენებაა, განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
„მოსახლეობა კარგად იცნობს ამ ქვეყნებში არსებულ ვითარებას, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ისე კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, თუმცა დოკუმენტში ამ ასპექტებზე ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები, რაც აშკარად ადასტურებს მის მიკერძოებას“, - ხაზგასმით აღნიშნა მახაშვილმა.
საბჭომ აღნიშნა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების რეკომენდაციების შეუსრულებლობა და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა „უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკის გამოყენება ევროკავშირის, ევროკავშირის ელჩებისა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ“.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება ამ პირობებს არარეალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.