კახეთის პოლიციამ ქურდობის 11 ფაქტი გახსნა: დაკავებულია 2 პირი

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2025
გამოწერა
საქმეზე ორი პირია დაკავებული, რომლებსაც ბრალის დამტკიდევის შემთღხვევაში 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. კახეთის პოლიციამ თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოებიდან თანხის მოპარვის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული წარსულში ნასამართლევი 60 წლის მამაკაცია, ხოლო მეორე წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ მხილებული 19 წლის პირი. ბრალის დამტკიცების შმეთხვევაში მათ 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის დეკემბერში კახეთის რეგიონში თვითმომსახურების 11 ავტოსამრეცხაოდან თანხა მოიპარეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების ავტომობილიდან მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0