https://sputnik-georgia.com/20251222/mirshaimerma-saqartvelostvis-geopolitikuri-riskebi-sheapasa-296299740.html
ევროკავშირსა და რუსეთს შორის: მირშაიმერმა საქართველოსთვის გეოპოლიტიკური რისკები შეაფასა
ევროკავშირსა და რუსეთს შორის: მირშაიმერმა საქართველოსთვის გეოპოლიტიკური რისკები შეაფასა
Sputnik საქართველო
ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა პოლიტიკაში ბალანსის მნიშვნელობასა და რუსეთთან კონფრონტაციის თავიდან აცილების აუცილებლობაზე ისაუბრა. 22.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-22T17:00+0400
2025-12-22T17:00+0400
2025-12-22T17:00+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ევროკომისია
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/16/296296014_0:0:649:365_1920x0_80_0_0_40ab73cad639166bd5e35d9f6596c05c.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირი და რუსეთი რეგიონში საკუთარი სტრატეგიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ, ამიტომ საქართველო მათი დაპირისპირების ასპარეზად არ უნდა იქცეს, განაცხადა პოლიტოლოგმა, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა და რეალიზმის ახალი თეორიის ავტორმა ჯონ მირშაიმერმა.გადაცემა „თბილისის დროით“ წამყვანის კითხვაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, ექსპერტმა განაცხადა, რომ ეროვნული ინტერესების დაცვის გასაღები რუსეთთან დაპირისპირების თავიდან აცილებაა.პოლიტოლოგის თქმით, საქართველოს გარშემო არსებული ვითარება კვლავ უკიდურესად მყიფეა და ქვეყანას რთული გზის გავლა ელოდება. თუმცა, მირშაიმერი დარწმუნებულია, რომ გაზომილი, ფრთხილი და დაბალანსებული პოლიტიკით საქართველოს შეუძლია დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები და შექმნას პირობები უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.„აუცილებელია ბალანსის პოლიტიკა. შესაბამისი ქმედებებით საქართველოს შეუძლია გააგრძელოს წინსვლა საკმაოდ კარგი შედეგებით“, - ხაზგასმით აღნიშნა მირშაიმერმა.დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის გამო აკრიტიკებს. ხელისუფლება კი განხეთქილებას ქვეყნის პოზიციის გამო დასავლეთის უკმაყოფილებით ხსნის, რომელიც უკავშირდება უკრაინის კონფლიქტს და სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისკენ სწრაფვას.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება ამ პირობებს არარეალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/16/296296014_81:0:568:365_1920x0_80_0_0_407b702138fe5351989a9c30debef93c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროკომისია, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროკომისია, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ევროკავშირსა და რუსეთს შორის: მირშაიმერმა საქართველოსთვის გეოპოლიტიკური რისკები შეაფასა
ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა პოლიტიკაში ბალანსის მნიშვნელობასა და რუსეთთან კონფრონტაციის თავიდან აცილების აუცილებლობაზე ისაუბრა.
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირი და რუსეთი რეგიონში საკუთარი სტრატეგიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ, ამიტომ საქართველო მათი დაპირისპირების ასპარეზად არ უნდა იქცეს, განაცხადა პოლიტოლოგმა, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა და რეალიზმის ახალი თეორიის ავტორმა ჯონ მირშაიმერმა.
გადაცემა „თბილისის დროით“ წამყვანის კითხვაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, ექსპერტმა განაცხადა, რომ ეროვნული ინტერესების დაცვის გასაღები რუსეთთან დაპირისპირების თავიდან აცილებაა.
„ქართველებმა უნდა გაიგონ, რომ ევროკავშირს ძალიან დიდი ინტერესი აქვს, საქართველო მოსკოვისთვის პრობლემების შესაქმნელად გამოიყენოს. რუსეთს, თავის მხრივ, აქვს ინტერესი, ევროკავშირი თავისი საზღვრებიდან რაც შეიძლება შორს გადაწიოს. ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობები მოწამლულია და ეს უახლოეს მომავალში არ შეიცვლება. საქართველო არ უნდა აღმოჩნდეს ამ დაპირისპირების ცენტრში“, - განაცხადა მან.
პოლიტოლოგის თქმით, საქართველოს გარშემო არსებული ვითარება კვლავ უკიდურესად მყიფეა და ქვეყანას რთული გზის გავლა ელოდება. თუმცა, მირშაიმერი დარწმუნებულია, რომ გაზომილი, ფრთხილი და დაბალანსებული პოლიტიკით საქართველოს შეუძლია დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები და შექმნას პირობები უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.
„აუცილებელია ბალანსის პოლიტიკა. შესაბამისი ქმედებებით საქართველოს შეუძლია გააგრძელოს წინსვლა საკმაოდ კარგი შედეგებით“, - ხაზგასმით აღნიშნა მირშაიმერმა.
დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის გამო აკრიტიკებს. ხელისუფლება კი განხეთქილებას ქვეყნის პოზიციის გამო დასავლეთის უკმაყოფილებით ხსნის, რომელიც უკავშირდება უკრაინის კონფლიქტს და სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისკენ სწრაფვას.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება ამ პირობებს არარეალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.