დეპუტატმა ევროკომისიის დოკუმენტი გააკრიტიკა და ორმაგ სტანდარტებზე მიუთითა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiyევროკომისიის შენობა
ევროკომისიის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2025
გამოწერა
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვის შეფასების დოკუმენტიდან ამოიღო მუხლები კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე.
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. გაფართოების შესახებ ევროკომისიის შეფასების დოკუმენტის მიზანი იყო პოლიტიკური მიზნებისთვის მისი გამოყენება, საკუთარი ორმაგი სტანდარტების გამართლება სხვადასხვა ქვეყანასთან, განსაკუთრებით საქართველოსთან დაკავშირებით, განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნეს, ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვის შეფასების დოკუმენტიდან ამოიღო მუხლები კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე.
„ქვეყნებზე, რომლებიც კორუფციის, თუ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებითი გამოწვევების წინაშე დგანან, ერთ სიტყვას არ ამბობენ მაშინ, როდესაც სხვებს და განსაკუთრებით საქართველოს აკრიტიკებენ ხშირ შემთხვევაში სრულიად უსამართლოდ", - განაცხადა მახაშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დოკუმენტის მთავარი მიზანი არის მისი პოლიტიკური შანტაჟისთვის სხვა ქვეყნებთან გამოყენება“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დოკუმენტის მთავარი მიზანი ობიექტური და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის ნაცვლად, მისი სხვა ქვეყნების პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოყენებაა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება ამ პირობებს არარეალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
ყველა ახალი ამბავი
0